ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე პირველი ლიგის მე- 16 ტურის მატჩი ჩატარდა. მალხაზ ჟვანიას გუნდმა ბორჯომს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრა თავიდანვე დინამოელთა უპირატესობით დაიწყო და საბოლოო შედეგი გაცილებით დიდი შეიძლება ყოფილიყო. ზივზივაძემ 32- ე წუთზე გახსნა ანგარიში. მეორე გოლი სამუშიამ გაიტანა პირველი ტაიმის ბოლოს. 55- ე წუთზე მესხმა 3:0 გახადა ანგარიშ, ხოლო 79- ე წუთზე გოგოლიძემ საფინალო შედეგი დააფიქსირა. დინამოელებმა 29 ქულა დააგროვეს და შემდეგ ტურში 29 ნოემბერს, მარნეულის ალგეთს შეხვდებიან.
დინამო-2: ტყეშელაშვილი, ციცხვაია, ქაჯაია, ლ. ნოზაძე, სამხარაძე, ქიქავა (მიქაძე 84), სამუშია (ვეკუა 77), სარიშვილი, მათიაშვილი (მაკასარაშვილი 61), ზივზივაძე (ვოლკოვი 63), მესხი (გოგოლიძე 58)
ბორჯომი: გოგიაშვილი, ვეკუა, კოკოზაშვილი, საჯაია, ხითარიშვილი, კობესაშვილი, ჭანკოტაძე, კაკულია, სოფრომაძე, კირვალიძე, ნვანკვო