შეკრების მე- 9 დღეს დინამოელებმა დილით ივარჯიშეს, საღამოს კი თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე პრაღის სპარტასთან გამართავენ სპარინგს. სამწუხაროდ დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ- მათე ცინცაძე, გიორგი ჩირგაძე, ლაშა შერგელაშვილი და რენე ფერეირა, რომლებმაც მხოლოდ ინდივიდუალურად ივარჯიშეს და ასევე გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც ტრავმირებულია.