სიახლეები მთავარი / სიახლეები Prev 1 ... 1009 1010 1011 1012 1013 1014 1015 1016 1017 ... 1666 Next 17 აპრილი2015 დუბლები სახლში დამარცხდნენ დღეს დინამოს სარეზერვო შემადგენლობამ 24- ე ტურის შეხვედრაში ვიტ ჯორჯიას დუბლებს უმასპინძლა. სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შეხვედრა საკმაოდ დაძაბულად წარიმართა. 17 აპრილი2015 დინამო vs ვიტ ჯორჯია - ურთიერთშეხვედრები უმაღლესი ლიგის 24- ე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი თბილისში, დინამო არენაზე- ვიტ ჯორჯიას წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი კვირას 19 აპრილს გაიმართება და 16.00 საათზე დაიწყება. მის პირდაპირ რეპორტაჟს დინამოს ვებ გვერდი შემოგთავაზებთ. 16 აპრილი2015 ოთარ კაკაბაძე: დინამოში ახალგაზრდებს გვენდობიან და ეს შედეგს მოიტანს ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებას მთავარ ხიბლს ახალგაზრდა ფებხურთელების ძირითად გუნდებში დაწინაურება და მათი კარგი თამაში სძენს. ამ მხრივ, ერთ-ერთი გამორჩეულია თბილისის დინამოს მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, რომელიც 19 წლისა ამ ერთი თვის წინ გახდა. კაკაბაზე დინამოში სტაბილურად თამაშობს და 9 მარტს გორის დილასთან საქართველოს თასის მეოთხედფინალურ მატჩში გამარჯვების მომტანი გოლის ავტორიც გახდა. კაკაბაძე ''ჩვენს თამაშთან '' თბილისის დინამოზე, ეროვნულ ჩემპიონატსა და სხვა საინტერესო საკითხებზე საუბრობს. 15 აპრილი2015 19 აპრილი დინამოს ისტორიაში კვირას, 19 აპრილს დინამო თბილისი ეროვნული პირველობის 24- ე ტურში ვიტ ჯორჯიას უმასპინძლებს. შეხვედრა დინამო არენაზე 16.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს დინამოს საიტი უზრუნველყოფს. 14 აპრილი2015 ნიკა ჭანტურია - მოედანს გაორმაგებული მოტივაციით დავუბრუნდები 12 აპრილს გამთენიისას ნიკა ჭანტურია გერმანიის ქალაქ- შტუტრაგრდიდან თბილისში დაბრუნდა. დინამოს კაპიტანმა ორი კვირის წინ თომას ფროლიხის კლინიკაში ჯვარედინი იოგის აღდგენითი ოპერაცია გაიკეთა.