შეკრებაზე ჩვენი გუნდის მესამე მეტოქე ჩეხეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი- პრაღის სპარტა იქნება. გუნდი 1893 წელს ჩამოყალიბდა და შინდისფერ-თეთრ ფერებში ასპარეზობს. სპარტას საშინაო არენა 20 000 მაყურებელზე გათვლილი ჯენერალი არენაა. გუნდი ჩეხეთის 21-გზის ჩემპიონი და 12-გზის თასის მფლობელია. პრაღელებს ხელი მოეცარათ მიმდინარე ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. 1/16 ფინალის საგზური მათ ნაპოლის და იანგ ბოიზს დაუთმეს. ჩემპიონატში სპარტა 16 ტურის შემდეგ მეორე პოზიციაზე იმყოფება, ქულით ჩამორჩება პლზენს. ჩემპიონატს გუნდი 23 თებერვალს პრიბრამთან მატჩით განაახლებს. დინამოსთან მატჩი ანტალიურ შეკრებაზე პრაღელებისთვის პირველი იქნება. თურქეთში გამგზავრებამდე მათ რამდენიმე სპარინგი გამართეს. ბოლო შეხვედრებში 3:0 მოუგეს პროსტეჟოვს და 3:1 დაამარცხეს იიჰლავა. დინამო-სპარტას შეხვედრა თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.