• Geo
  • Eng
15.01.2016
დინამოს აკადემიას ბულგარელი ვესელინ ბრანიმიროვი უხელმძღვანელებს

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიაში კლუბის პრეზიდენტმა- რომან ფიფიამ აკადემიის ახალ ხელმძღვანელად, ბულგარელი ფეხბურთის სპეციალისტი- ვესელინ ბრანიმიროვი წარადგინა.

რომან ფიფია: მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი აკადემიის მთავარი მწვრთნელი. ხელმძღვანელის შერჩევისას რამდენიმე კანდიდატურა განვიხილეთ და საბოლოოდ ჩვენი არჩევანი ვესელინ ბრანიმიროვზე შეჩერდა. იმ ხნის მანძილზე, რაც დინამოს აკადემია ფუნქციონირებს, უკვე გვაქვს გარკვეული წარმატებები ადგილობრივ თუ საერთაშორისო ასპარეზზე. ჩვენ გაგვაჩნია ის გარემო და შესაძლებლობები, რათა მეტი პროგრესი განვიცადოთ და უკეთესი შედეგიც ვაჩვენოთ. დინამოს მთავარ პრიორიტეტად რა თქმა უნდა რჩება, რომ ვიყოთ ყველაფერში პირველები და წარმატებულები. ამისთვის მეც და მთელი ჩვენი გუნდი ყველაფერს ვაკეთებთ.

ვესელინ ბრანიმიროვი: მოხარული და ამაყი ვარ აქ ყოფნით. აკადემიის ინფრასტრუქტურა და გარემო იძლევა მაქსიმალური მიზნების მიღწევის საშუალებას. მწვრთნელებთან მექნება ხშირი კონსულტაციები და მთლიანად გავუზიარებ მათ ჩემს გამოცდილებას. ჩემთვის პრიორიტეტია განსწავლული, პროგრესირებადი  და საუკეთესო მწვრთნელი, რაც სწორად გამართული გუნდის საფუძველია. მწვრთნელი უნდა გახდეს საუკეთესო და გუნდიც ეყოლება შესაბამისი. ასევე მნიშვნელოვანია ფეხბურთელთა ფიზიკური კონდიციების მეტად დახვეწვა, რა თქმა უნდა ტექნიკურ და ტაქტიკურ და ფსიქოლოგიურ არსენალთან შესაბამისობაში.

ვესელინ ბრანიმიროვი

დაიბადა 1975 წლის 25 აგვისტოს

საფეხბურთო კარიერა: ჩერნო მორე ვარნა, ნეფტოხიმიკი ბურგასი, ტობოლი. ბულგარეთის ყველა ასაკობრივი და ეროვნული ნაკრები.

სამწვრთნელო კარიერა: ჩერნომორეცი ბალჩიკი (მთ. მწვრთ. ასისტ), დონეცკის მეტალურგის აკადემია (მთ. მწვრ), სოფიის ლევსკი (მთ. მწვრთ. ასისტ), ლვოვის კარპატი (მთ. მწვრთ. ასისტ), სიმფეროპოლის ტავრია (მთ. მწვრთ. ასისტ), ტოსნო (მთ. მწვრთ. ასისტ), ლუდოგორეცი რაზგრადი U21 (მთ. მწვრთ), ლუდოგორეცი რაზგრადი-2 (მთ. მწვრთ).

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024