აკადემიის სიახლეები მთავარი / აკადემია / აკადემიის სიახლეები Prev 1 ... 190 191 192 193 194 195 196 197 198 ... 268 Next 25 ივნისი2016 15 წლამდელებმა ოქროს მედლები მოიპოვეს დინამოს აკადემიის გუნდის ტრიუმფით დასრულდა ჭაბუკთა ლიგის 2000/2001 წლებში დაბადებულთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. ფინალური შეხვედრა, რომელშიც დინამოს მეტოქეობა საბურთალომ გაუწია, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა 20 ივნისი2016 ჭაბუკები ფინალში გავიდნენ ჭაბუკთა ლიგა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. 15 და 17 წლამდელთა გათამაშებაში ორი ფინალური შეხვედრა დარჩა გასამართი, რათა შესაბამის ასაკობრივ ტურნირში საქართველოს ჩემპიონი გაირკვეს. სასიხარულოა, რომ ორივე გადამწყვეტ დაპირისპირებაში დინამოს აკადემიის გუნდები მიიღებენ მონაწილეობას 16 ივნისი2016 ნახევარფინალში 17 წლამდელებმაც დიდი ანგარიშით იმარჯვეს დღეს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე 17 წლამდელთა შორის ჭაბუკთა ლიგის გათამაშების პირველი ნახევარფინალი შედგა. ისევე როგორც 15 წლამდელებში, აქაც ერთმანეთს დინამო და სამტრედია დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ძლიერი წვიმის თანხლებით გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 3:0 დასრულდა 16 ივნისი2016 ელიტ ლიგა დინამოელთა ჰეგემონიით გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე დასრულებული ელიტ ლიგის გათამაშების გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. შვიდ ასაკობრივ ტურნირში, დინამოს აკადემიის გუნდებმა 5 ჩემპიონის და 2 ვიცე ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს 15 ივნისი2016 15 წლამდელებმა პირველი ნახევარფინალი დამაჯერებლად მოიგეს ჭაბუკთა ლიგა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და დღეს 15 წლამდელთა ტურნირის პირველი ნახევარფინალური მატჩები გაიმართა. დინამოელებმა ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიაში სამტრედიას უმასპინძლეს და ფაქტიურად პირველივე შეხვედრაში გადაჭრეს თავისი ამოცანა, დაამარცხეს რა მეტოქე დიდი ანგარიშით 6:0