დინამოს რეგიონალურმა ნაკრებმა დაასრულა ატეიტის თასზე ასპარეზობა. ვილნიუსში მიმდინარე ტრადიციულ ტურნირზე დინამოელებმა მე-4 ადგილი დაიკავეს, მანამდე კი ჯგუფში დარჩენილ შეხვედრაში ლატვიურ ლიეპაიას სამველ ბაღდასარიანის დუბლით 2-0 აჯობეს, ხოლო ნახევარფინალში ვულვერჰემპტონ უონდერერსთან 1-2 დამარცხდნენ (გოლი ლაზარე ბრაჭულის ანგარიშზეა).
მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მეტოქეობა ადგილობრივმა ბენფიკა-ატეიტისმა გაგვიწია. დიდი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად დინამოელებმა ვერ შეძლეს გოლის გატანა, მეტოქემ კი თავისი შანსი გამოიყენა და 1-0 იმარჯვა. თავად ტურნირის გამარჯვებული რიგის საფეხბურთო აკადემია გახდა, რომელმაც ვულვერჰემპტონს ფინალში 1-0 მოუგო.
დაჯილდოვების ცერმონიას ჩვენს გარეშე არ ჩაუვლია. ტურნირის საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი დინამოელ გიორგი კაპანაძეს (ბორჯომი) მიენიჭა.
შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს დინამომ უკრაინულ ნივას გურამ დიასამიძის და ანდრია აბრამიანის გოლებით 2-1 აჯობა. ლატვიური მარუპესი ჩვენმა გუნდმა 3-2 დაამარცხა, გოლები კი ერეკლე ქარსელაძემ, გურამ დიასამიძემ და ანდრია აბრამიანმა გაიტანეს. მესამე მატჩში დინამომ ესტონურ მაარდუს სამი უპასუხო გოლით მოუგო. შედეგიანი დარტყმით ორჯერ დიმიტრი ვეკუა გამოირჩა, ერთხელ კი გიორგი კაპანაძე.
დინამოს რეგიონალური ნაკრები: სანდრო გულუა, ალი რუსტამოვი, დიმიტრი ვეკუა, ლაზარე რატიანი, ანდრია კვინიკაძე, ვასილ ბეჟიტაშვილი, ლაზარე ბრაჭული, გიორგი კაპანაძე, ერეკლე ქარსელაძე, ანდრია კაპანაძე, ლუკა ბეგოიძე, სამველ ბაღდასარიანი, გიორგი არჩემაშვილი, დანიელ ბოლქვაძე, დავით ფიცხელაური, გურამ დიასამიძე, საბა ლომინეიშვილი, ანდრია ბერბერაშვილი და ანდრია აბრამიანი.
მწვრთნელები: ვლადიმერ მუსერიძე და პაატა მეტრეველი
