• Geo
  • Eng
14.08.2023
19 წლამდელების მოგება და მარცხი მაკედონიაში

საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ჩრდ. მაკედონიაში ორი ამხანაგური მატჩი ადგილობრივ თანატოლთა ნაკრებთან გამართა.

 

შეგახსენებთ, რომ ნაკრებში დინამო თბილისიდან 6 ფეხბურთელი გახლდათ მიწვეული: თენგო გობეშია, ნიკა ცეცხლაძე, გელა სადღობელაშვილი, ალექსანდრე ფეიქრიშვილი, გიორგი ცეცხლაძე და ავთო მაშავა.

 

12 აგვისტოს სკოპიეში გამართულ პირველ შეხვედრაში ვასილ მაისურაძის გუნდმა 6-2 აჯობა მასპინძლებს. პირველ ტაიმში სანდრო ავალიანის დუბლს და ნიკა ნინიძის გოლს, ერთი გოლით ანეს მელიქმა უპასუხა. მეორე ტაიმში დინამოელმა ალექსანდრე ფეიქრიშვილმაც გამოიჩინა თავი, ერთი ბურთი ნიკოლა ველიჩოვსკიმ გაქვითა, წერტილი კი გიორგი გოგსაძემ და დანიელ ქვარცხავამ დასვეს 2-6.

მეორე შეხვედრა ასევე სკოპიეში 14 აგვისტოს შედგა. ამჯერად უკვე მასპინძლებმა, მინიმალური ანგარიშით 1-0 იმარჯვეს. გოლი დიმიტარ დანევმა გაიტანა.

ვასილ მაისურაძის გუნდი, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდისთვის მზადებას განაგრძობს. ჯგუფური ეტაპზე 19 წლამდელები - კვიპროსს, მოლდოვას და ესპანეთს დაუპირისპირდებიან. მატჩებს 15-დან, 21 ნოემბრის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს.

15 ნოემბერი | საქართველო - კვიპროსი
18 ნოემბერი | საქართველო - მოლდოვა
21 ნოემბერი | საქართველო - ესპანეთ

2024 წლის უეფა-ს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატს, 15 ივლისიდან, 28 ივლისის ჩათვლით ჩრდილოეთ ირლანდია უმასპინძლებს. ტურნირის ფინალი ქვეყნის მთავარ სტადიონზე, ბელფასტში - უინძორ პარკზე გაიმართება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024