• Geo
  • Eng
09.04.2023
დინამომ დარასელიას თასი მოიგო

დღეს დარასელიას თასზე ფინალური დღე შედგა და დინამოს ტრიუმფით დასრულდა, თუმცა მანამდე...

 

გათამაშების გადამწყვეტი დღე მე-5 ადგილისათვის მატჩით გაიხსნა. ერთმანეთს ყარაბაღი და ბაშაქშეჰირი დაუპირისპირდნენ. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და აზერბაიჯანელთა გამარჯვებით 4-2 დასრულდა. ყარაბაღელ ფეხბურთელთაგან თავი ამიდ გასიმოვმა, ჰიკმატ ჯაბრაილზადემ, ემილ ბინიათზადემ და ელტონ ბაბაზადემ გამოიჩინეს. ისტანბულის შემადგენლობიდან კი გოლი აბდულქადირ ოგიუზმა გაიტანა. ბაშაქშეჰირის მეორე გოლი მეტოქემ საკუთარ კარში ჩაჭრა. ამრიგად ყარაბაღმა ტურნირზე მე-5 ადგილი დაიკავა.

 

შემდეგ შეხვედრას ბრინჯაოს მედლების მფლობელი უნდა გამოერკვია. იტალიურ პაექრობაში ჯენოა და მონცა გადაიკვეთნენ. გენუელები უკეთ მომზადებულები შეხვდნენ მატჩს და სამი უპასუხო გოლით დაამარცხეს მეტოქე. ნიკოლას გუჩიკმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც დანიელ ჩიდერას ანგარიშზეა. საბოლოოდ ჯენოამ ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა.

 

ფინალი აკადემიაში 18.00 საათზე დაიწყო და მის სანახავად სოლიდური რაოდენობის გულშემატკივარი მოვიდა, რომელმაც არსებული ტრიბუნების გარდა, მოედნის გარშემო ტერიტორიაც შეავსო. ფინალის დაწყებამდე ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა წუთიერი დუმილით 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი. თავად მატჩი ესპანელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და შეიძლება ითქვას პირველ ტაიმში აჯობეს მასპინძლებს. რუბენ პედრო რომერომ მატჩის მე-10 წუთზე გახსნა ანგარიში. დინამოელებმა კი თამაშის ხარისხი შესვენების შემდეგ გამოასწორეს და სათამაშო უპირატესობაც ხელთ იგდეს. საბა სამუშიამ 51-ე წუთზე სტატუს ქვო აღადგინა, ხოლო გამარჯვების გოლი ალექსანდრე ფეიქრიშვილმა 62-ე წუთზე საჯარიმოს მისადგომებით ზუსტი დარტყმით დააფიქსირა. ამრიგად დინამოელებმა დარასელიას თასი 2023-ის გათამაშება გამარჯვებით დაასრულეს და ტიტული მიჯრით მეორედ დაიტოვეს თბილისში.

 

ფინალის შემდეგ დაჯილდოვების ცერემონია შედგა. მედლების გადაცემამდე ორგანიზატორებმა ინდივიდუალური ჯილდოები დაარიგეს:

 

მაყურებლის სიმპათიის პრიზი ქრისტინა დარასელიამ მონცას ფეხბურთელ - ფაბიო მელეს გადასცა.

ტურნირის აღმოჩენა, გენუელი - ჯოი ნურედინი, ჩვენი გუნდის ვიცე კაპიტანმა - ანზორ მექვაბიშვილმა დააჯილდოვა.

საუკეთესო გოლის ავტორი სევილიელი - მანუელ მაცა ბარანკო გახდა. მას პრიზი სასტუმრო ქლოქსის წარმომადგენელმა დათო მიქაძემ გადასცა.

გათამაშების ბომბარდირი დინამოელი - ალექსანდრე ფეიქრიშვილი, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა - გრიგოლ ცაავამ დააჯილდოვა.

საუკეთესო მეკარე ჩვენი გუნდის გოლკიპერი - მათე საური გახდა, რომელიც - ოთარ გაბელიამ დააჯილდოვა.

საუკეთესო მცველის პრიზი ვახტანგ ქორიძემ გიორგი მეფარიშვილს გადასცა.

დავით მუჯირმა საუკეთესო ნახევარმცველის პრიზით ესპანელი - ემილიო ბენიტესი დააჯილდოვა.

დინამოელი საბა სამუშია გათამაშების საუკეთესო თავდამსხმელი გახდა. საბა აკადემიის ხელმძღვანელმა - ლევან გვანცელაძემ დააჯილდოვა.

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი კი დედაქალაქელი ალექსანდრე ფეიქრიშვილი გახდა. მას პრიზი ტურნირის გენერალური სპონსორის, კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას წარმომადგენელმა - ვატო პაპავაძემ გადასცა.

გუნდები მედლებით და საჩემპიონო თასით დინამოს პრეზიდენტმა - რომან ფიფიამ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა - ლევან კობიაშვილმა და ვიტალი დარასელიას შვილმა - ქრისტინა დარასელიამ დააჯილდოვეს.

 

ყარაბაღი 4-2 ბაშაქშეჰირი

 

ყარაბაღი: საფაროვი, რზაზადე, ი. ჰასანლი, ო. ჰასანლი, გასიმოვი, ალიზადე, ჯაბარლი, ნასიბლი, რზაევი, ბაბაევი, მამადოვი

სათადარიგო: ისგანდარლი, სალმანლი, ნიფტიევი, ჯაბრაილზადე, ბაბაზადე, ბინიატზადე, ისგანდაროვი

ბაშაქშეჰირი: ოზთურქი, აკჩაი, ჩინარი, ატმაჯა, ოგიუზი, მუზაფერი, ილმაზი, გიურელი, კაია, ილჰანი, იაგმური

სათადარიგო: ალჩანი, შენელი, ჩაკმაკი, აკიუზი, ჯანბერკი, ოზჩანი, კოჩი

 

ჯენოა 3-0 მონცა

 

ჯენოა: მაგალოტი, პასტორე, კოლონეზე, მარკონი, ტარანტინო, ჩიდერა, ნურედინი, მაროტა, პეშე, ოდონე, გუჩიკი

სათადარიგო: მასელუჩი, ოდერო, პალიარი, დი ლაცარო, მენდოლია, პოცოლინი, მირალიოტა

მონცა: ვაილატი, ათინასი, დელ დუჩა, ივანი, პორტა, სირტორი, კარდელინი, როსინი, ბონაიუტო, კოლიატი, გამბა

სათადარიგო: მონტანა, კარტა, მელე, კასტელი, პრინციპე, მონგუცი,

 

დინამო 2-1 სევილია

 

დინამო: საური, გვასალია, მეფარიშვილი, ქელდიშვილი, ხარებაშვილი, წულაია, სამუშია, ფეიქრიშვილი, ჩიქოვანი, ხუციშვილი, ელისაშვილი

სათადარიგო: ტარტარაშვილი, გულიაშვილი, დანელია, დიაკონიძე, გლუნჩაძე, ჭოლოკავა, ძნელაძე, ნათენაძე

სევილია: კორალი, როდრიგესი, პუერტა, ბლასი, ავილესი, პეგუერო, სანჩესი, გარსია, რომერო, კადენა, სოსა

სათადარიგო: როდრიგესი, გარსია, მონრეალი, მორალესი, გურდიოლა, როდრიგესი, ოლგადო, ბარანკო

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024