• Geo
  • Eng
06.12.2021
დინამოს თასი დინამოს დარჩა

დინამოს თასი 2021 დინამოელების ტრიუმფით დასრულდა. მეორე ადგილი რიგას ერგო, მესამეზე ვილნიუსის ატეიტისი გავიდა, მეოთხე ადგილი კი გაბალამ ჩაიბარა.

 

ფინალური შეხვედრა რიგასთან დრამატული სცენარით განვითარდა. მთელი მატჩი დინამოელთა დიდი სათამაშო უპირატესობით წარიმართა, თუმცა ლატვიელები შეხვედრის ბოლო წუთისთვის დანიილს პუტრანსის დუბლით 2-0 უგებდნენ მასპინძლებს. მსაჯის მიერ კომპენსირებულ 5 წუთში კი ლუკა ბუბუტეიშვილის და ვახო სალიას გოლებით თბილისელებმა ფინალის გადარჩენა მოახერხეს. მატჩისშემდგომ პენალტების სერიაში დინამოელთა გოლკიპერი მათე საური მშვენივრად გამოიყურებოდა, მან 5 პენალტიდან სამის მოგერიება მოახერხა და დინამოელებმა 3-2 იმარჯვეს. მესამე ადგლისთვის მატჩში ვილნიუსის ატეიტისმა გაბალა 3-2 დაამარცხა.

ორგანიზატორებმა ტურნირის გამორჩეული ფეხბურთელებიც დააჯილდოვეს.

საუკეთესო მეკარე - მათე საური (დინამო)

საუკეთესო მცველი - მანტას იაკიმავიჩუსი (ატეიტისი)

საუკეთესო ნახევარმცველი - გადირ რამაზანოვი (გაბალა)

საუკეთესო თავდამსხმელი - არამ ბაღდასარიანი

საუკეთესო ფეხბურთელი - ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო)

 

ლურჯ-თეთრ ფერებს ტურნირზე ლუკა ხელაშვილი, მათე საური, დათო ქელდიშვილი, გიორგი მეფარიშვილი, გიორგი ხუფენია, ნიკა ბენდიანიშვილი, სოსო მესტიაშვილი, რატი გრიგალავა, გიგი გაბრიაძე, ლექსო ფეიქრიშვილი, ლუკა შაშიაშვილი, ლუკა ბუბუტეიშვილი, ვახტანგ სალია, ბექა ბურდიაშვილი, ცოტნე ბერელიძე, ლუკა ბუხრაშვილი, მიხეილ საჯაია, ლაშა პატარკაციშვილი, თემურ ოდიკაძე, ალექსანდრე თურქია და ლევან ნაჭყებია იცავდნენ. მთავარი მწვრთნელის ვასილ გეგუჩაძის ნაცვლად, რომელიც იზოლაციაში იმყოფებოდა, გუნდი ტურნირზე მეორე მწვრთნელმა - ზურა ელიავამ გაიყვანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022