• Geo
  • Eng
07.11.2021
დინამო-2 მომავალი სეზონიდან მესამე ლიგაში

დინამოს მეორე შემადგენლობამ აკადემიის მოედანზე ირაოს უმასპინძლა, 3-1 დაამარცხა და მე- 4 ლიგის ზედა ჯგუფის გათამაშების დასრულებამდე 3 ტურით ადრე მე- 3 ლიგის საგზური მოიპოვა.

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და უკვე მე- 7 წუთზე ფირუზ გაბიტაშვილის მიერ შესრულებული ზუსტი თერთმეტმეტრიანით დაწინაურდა. ნიკა ქოქოსაძემ 38- ე წუთზე მეორედ აიღო სტუმართა კარი და დინამო შესვენებაზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდა. მეორე ტაიმში გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს. ჯერ ნიკა კუჭუაშვილმა 73- ე წუთზე შეამცირა ანგარიში, ხოლო ჯადული იობაშვილმა მსაჯის მიერ შეხვედრისთვის კომპენსირებულ დროს კიდევ ერთი გოლი გაიტანა ირაოს კარში და დინამოელებმა მატჩი 3-1 მოიგეს.

ამ გამარჯვებით დედაქალაქელებმა გათამაშების ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნეს და რაც მთავარია ტურნირის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაინაღდეს მე- 3 ლიგის საგზური. დინამო-2 მომდევნო ტურში 11 ნოემბერს ვანში, ადგილობრივ სულორს ესტუმრება.

 

დინამო-2  3-1  ირაო

დინამო-2: ბერუაშვილი, სალუქვაძე, ჯანგიძე, ოდიშარია, ფაჩულია, ქოქოსაძე, სიხარულაშვილი, ომარაშვილი, გაბიტაშვილი, მაისურაძე, დუმბია

შეცვლაზე შევიდნენ: ერაძე, იობაშვილი, ჭვრიტიძე, იაკობიძე, უგრეხელიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022