აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე მყოფმა დინამო თბილისის აკადემიის U–13 გუნდმა დღეს მორიგი, რიგით შეხვედრა ჩაატარა. ვლადიმერ კაკაშვილის გაწვრთნილი გუნდი მეორე ტურში ბაქოს ინტერს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით – 1:2 დამარცხდა. ჩვენი აკადემიის აღსაზრდელნი ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ და ხვალ, თბილისის დროით 09:00 მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ალინჯას დაუპირისპირდებიან.
დინამო U-13 1:2 ბაქოს ინტერი U-13
გოლი: კვარაცხელია
დინამო U-13: ბულისკერია (მამარდაშვილი), გაბელაია, დოლიძე, ბექა ხარშილაძე, ხარაბაძე, მამფორია (მექვაბიშვილი), გიორგი ხარშილაძე, დავითაშვილი, ბაბუნაძე (საღირაშვილი), დარცმელია (კვარაცხელია), ჯიჭონაია (მოისწრაფიშვილი)