• Geo
  • Eng
14.09.2012
U–15 და U–17 იგებენ

დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ჩვენი კლუბის აკადემიის გუნდებმა მორიგი შეხვედრები გამართეს. დინამოს U–15 და U–17 გუნდები ბოლნისის სიონს ეთამაშნენ. პირველი შეხვედრა ვალერი გაგუას გაწვრთნილმა გუნდმა ჩაატარა და სიონის U–15 გუნდი დიდი ანგარიშით 6:0 დაამარცხა. დინამოს U–17 გუნდმა კი დაძაბულ ბრძოლაში მეტოქეს მინიმალური ანგარიშით – 1:0 სძლია. მატჩების დასრულების შემდეგ დინამოს ოფიციალური ვებ–გვერდი ჩვენი აკადემიის მწვრთნელებს გაესაუბრა.

ვალერი გაგუა (დინამოს U–15 მთ. მწვრთნელი) – შეხვედრა სანახაობრივი გამოვიდა, მეტოქეს დიდი ანგარიშითაც ვძლიეთ, თუმცა თამაშის ხარისხით კმაყოფილი არ ვარ. ეს ის ფეხბურთი არ იყო, რომელსაც დინამო უნდა თამაშობდეს. ბიჭებთან მექნება საუბარი და იმედი მაქვს სხვადასხვა კომპონენტში კიდევ უფრო დავიხვეწებით.

გიორგი ხიზანიშვილი (დინამოს U–17 მთ. მწვრთნელი) – მოედანზე ნამდვილი ბრძოლა იყო. ფეხბურთელები თითოეული ბურთისთვის თავგანწირვით იბრძოდნენ და ასაკით უფროს მოთამაშეებთან ჭიდილში მძიმე გამარჯვებას მიაღწიეს. გამარჯვებისთვის იოლად ნამდვილად არ მიგვიღწევია, ჩვენმა მეკარემ პენალტი მოიგერია, მატჩი კაცნაკლულებმა დავასრულეთ – მოკლედ დიდი ჯახი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დინამოს U–17 გუნდი ფაქტობრივად ახალა დაკომპლექტდა და სრულფასოვანი ვარჯიშები არ გვქონია, ბიჭებმა თავდადებისა და მონდომების ხარჯზე თამაშის მოგება მაინც მოახერხეს, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024