თურქეთის ქალაქ ანთალიაში მიმდინარე ლუკოილის ბავშვთა ჩემპიონთა თასის გათამაშებაზე დინამოს აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც სულიკო დავითაშვილია, პირველი თამაში გამართა და თურქულ გალათასარაის 4:1 მოუგო. გალათასარაის ორი გოლი დავითაშვილმა გაუტანა, ორი კი - მოისწრაფიშვილმა.
მოზარდმა დინამოელებმა დღევანდელი მატჩი შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს:
ხარშილაძე, კვარაცხელია, მექვაბიშვილი, ჭავჭანიძე, ბოგვერაძე, მაღალდაძე, დავითაშვილი, მოისწრაფიშვილი, გაგუა
შეცვლაზე შემოვიდნენ: გოდერძიშვილი, ლომთაძე, თვალოძე, ქაჯაია, აზაროვი, ქველაძე