• Geo
  • Eng
26.01.2016
19 წლამდელებმა ბულგარეთი მიქელთაძის და ლილუაშვილის გოლებით დაამარცხეს

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები დღეს მეორედ დაუპირისპირდა ბულგარეთის ნაკრებს. შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი დინამოს აკადემიის მოედანზე ამ გუნდებს შორის უგოლოდ დასრულდა. მეორე პაექრობას, რომელიც საინტერესოდ და ჯვაროსანთა უპირატესობით წარიმართა, ბენდელას სტადიონმა უმასპინძლა. გიორგი ყიფიანის შეგირდებმა 2:0 იმარჯვეს. ორივე გოლი დინამოელთა ანგარიშზეა. ჯერ 30- ე წუთზე ბექა მიქელთაძემ აიღო ბულგარელთა კარი (აღსანიშნავია, რომ მიქელთაძეს კიდევ ჰქონდა რამდენიმე მომენტი), ხოლო 69- ე წუთზე ენვერ ლილუაშვილმა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა ჭაბუკთა შეტევა. მეორე გოლამდე კარგად ითამაშა ჩვენი ნაკრების კიპერმა- ოთარ გოშაძემ, როდესაც მეტოქის შესრულებული თერთმეტმეტრიანი უკუაგდო. ჭაბუკ ჯვაროსანთა სასტარტო შემადგენლობაში ოთხმა დინამოელმა- რომან ჩაჩუამ, ლუკა ლოჩოშვილმა, დავით კობოურმა და ბექა მიქელთაძემ ითამაშა. შეცვლაზე კი ანდრო ნემსაძე, ლუკა ფოჩხუა, ნიკოლოზ ბაშალეიშვილი და ენვერ ლილუაშვილი შევიდნენ.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024