დღეს დინამოს აკადემიაში ვიტალი დარასელიას სახელობის პირველი საერთაშორისო ტურნირი საზეიმოდ გაიხსნა. გახსნის ცერემონიალზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს კლუბის პრეზიდენტმა - რომან ფიფიამ, ჩვენი კლუბის დიდმა კაპიტანმა - ალექსანდრე ჩივაძემ, სფფ- ს ვიცე პრეზიდენტმა - ნიკოლზ ჯღარკავამ და ვეტრანმა სპორტულმა ჟურნალისტმა - ჯამლეტ ხუხაშვილმა. ტურნირის გახსნით ცერემონიალს ასევე დაესწრო ვიტალი დარასელიას ოჯახი და შეჯიბრება სიმბოლურად სწორედ ლეგენდარული ფეხბურთელის შვილიშვილმა გახსნა.
დღეს იხსნება ვიტალი დარასელიას სახელობის, საერთაშორისო ტურნირის, პირველი გათამაშება. ამ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა 35 წლის წინ, ფეხის ერთი მოქნევით იმხელა სიხარული მოუტანა ხალხს, რომ მთელი ქვეყანა ქუჩაში გამოიყვანა. მე მჯერა, რომ ქართული ფეხბურთი კიდევ გაიტანს მსგავსი მნიშვნელობის გოლებს. ამისათვის საჭიროა ტალანტების, რომლებიც უხვად არიან ჩვენს ქვეყანაში, აღმოჩენა და სწორად აღზრდა. სწორედ ეს ეს იყო ჩვენი აკადემიის დაარსების მთავარი ამოცანა, ეს არის ამ ტურნირის ჩატარების მთავარი იდეაც. დაე, ამ მატჩებმა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი კლუბების, ახალგაზრდა ფეხბურთელები - ბიძგი მისცეს ნორჩი ტალანტების ვარსკვლავედ ჩამოყალიბებას. - განაცხადა დინამოს პრეზიდენტმა
ტურნირი კი დინამოსა და მოლდოვის შერიფის მატჩით დაიწყო. თბილისელები თავიდანვე შეეცადნენ სათამაშო უპირატესობის მოპოვებას და პირველივე წუთებიდან შეუტიეს მეტოქეს. მატჩის მე- 19 წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ შორეული დარტმით ტურნირის პირველი გოლი გაიტანა. მეორედ მოლდოველთა კარი გიორგი კუციამ 43- ე წუთზე აიღო ( ტურნირზე 30 წუთიანი ტაიმებია). შერიფის ფეხბურთელებმა მოახერხეს ერთი გოლის გაქვითვა. ზუსტი დარტყმა 47- ე წუთზე გრიგორი კოსკოდანმა შეასრულა. დინამოელებმა შეხვედრის დასრულებამდე კიდევ ერთხელ დალაშქრეს სტუმართა კარი. ზუკა დავითაშვილმა ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა მცველი და აუღებელი დაურტყა ვლადისლავ ბოიკოს 3:1.
მომდევნო ორი შეხვედრა პარალელურ რეჟიმში, დინამოს აკადემიაში და საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა. აკადემიის მოედანზე ერთმანეთს თბილისის ლოკომოტივი და ტრაბზონსფორი დაუპირისპირდნენ. მატჩი თბილისელებმა უპირატესობით წარმართეს და თითო ტაიმში, თითო გოლი გაუტანეს მეტოქეს. 21- ე წუთზე თავი თორნიკე ძებნიაურმა გამოიჩინა, ხოლო 42- ე წუთზე ლევან გრძელიძემ მატჩის საბოლოო შედეგი 2:0 დააფიქსირა. დინამოს ბაზაზე ბეშიქთაში და ალკმაარი წარდგნენ ერთმანეთის პირისპირ. მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, თუმცა ღირს აღინიშნოს, რომ პაექრობა საკმაოდ მაღალ რიტმში და ხისტად წარიმართა. შეხვედრის მანზილზე ორივე გუნდმა თითო რეალური მომენტი გაუშვა ხელიდან. ტერიტორიულ უპირატესობას თურქი ფეხბურთელები ფლობდნენ, თუმცა ჰოლანდიელებიც საკამოდ მწვავე კონტრშეტევებით პასუხობდნენ.
სათამაშო დღის ბოლო შეხვედრაში ლეხიასა და დინამო 2- ის შესრულებით მეორე ფრე დაფიქსირდა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და გუნდებმაც გაცვალეს გოლები. პირველი ტაიმის მე- 15 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ საჯარიმოს მარჯვენა კუთხიდან ეფექტური დარტყმით გახსნა ანგარიში. შეხვედრის 50- ე წუთზე კრისტიან ესპერსენმა ისარგებლა დინამოელ მცველთა უყურადღებობით და სტატუს ქვო აღადგინა 1:1.
ხვალ 15 საათსა და 30 წუთზე ლეხია ლოკომოტივის წინააღმდეგ გამოვა. 17 საათსა და 30 წუთზე აკადემიაში ალკმაარი შერიფს დაუპირისპირდება, ხოლო ტრაბზონსფორი დინამო 2- ს ბაზაზე შეერკინება. სათამაშო დღის ბოლო მატჩში 19 საათსა და 30 წუთზე დინამო ბეშიქთაშს მიიღებს.
დღევანდელი დღის ფოტო გალერეას ჩვენს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე იხილავთ:
დინამო 3:1 შერიფი
დინამო: ბულისკერია, ნინუა, ხარაბაძე, გაბელაია, დარცმელია, ბაბუნაძე, კუცია, ჩაკვეტაძე, ბ. ხარშილაძე, ჯიჭონაია, გ. ხარშილაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ბასარია, ჩიქოვანი, დავითაშვილი, ერგემლიძე
შერიფი: ბოიკო, ჩებოტარი, კონოხოვი, კოსკოდანი, კოვჩენკო, კუზმენკო, ემელიანოვი, მაკალიჩი, მოკონი, ნედოვი, ოსიპოვი
შეცვლაზე შევიდნენ: კოპუტერკო, გლიგა, სტეიგილბერი
ბეშიქთაში 0:0 ალკმაარი
ბეშიქთაში: იოზქანი, ჯანი, ჩერი, ბილდიქი, ჩაი, სეჩღინი, კილიჩი, ერატი, აიღიუნი, ერგეჩი, ილდირიმი
ალკმაარი: გორტერი, დე ჰაასი, იაკობსი, კოოპმაინერსი, ლატუვერსი, ლონტი, ფერაი, ბადუ, ენსი, გაუნა, ვან დერ ვახტი
შეცვლაზე შევიდნენ: ფასე, ჰინგ-ჰინგ, ტააბუნი, ჰელმერი
ლოკომოტივი 2:0 ტრაბზონსფორი
ლოკომოტივი: გურგენიძე, ჯაფარიძე, ძებნიაური, მჭედლიშვილი, რუხაძე, კაკაბაძე, გრძელიძე, ნადარეიშვილი, გაბუნია, ნანობაშვილი, არჩვაძე
შეცვლაზე შევიდნენ: კვირიკაშვილი, ქურდაძე, მამფორია
ტრაბზონსფორი: თაშდემირი, ტაშკინი, სევინჩი, კარაკაში, ჯუმური, იოზქანი, იოქსიუზი, შაჰინი, აჩილი, ასანი, ბაიკუში
შეცვლაზე შევიდნენ: აკგიუნი, დურნა
ლეხია 1:1 დინამო 2
ლეხია: გოლუნსკი, კაჩინსკი, ლანდოვსკი, ფრიგერი, მერხელი, დაბროვსკი, ზარება, ვირა, სჟიმანსკი, ხმულაკი, სტეფანიაკი
შეცვლაზე შევიდა: ტროხოვსკი, რაპინჩუკი, ესპერსენი
დინამო 2: მამარდაშვილი, გაბედავა, ჯანგიძე, მექვაბიშვილი, გულდედავა, კვარაცხელია, ბერიაშვილი, ჩარკვიანი, ვაწაძე, ნაჭყებია, ძოწენიძე
შეცვლაზე შევიდა: აზაროვი, ლურსმანაშვილი, აბულაძე