• Geo
  • Eng
01.06.2016
ვიტალი დარასელიას სახელობის ტურნირის გამოხმაურება: შოთა არველაძე და ლიროი ეხტელდი

ვიტალი დარასელიას სახელობის პირველი საერთაშორისო ტურნირის შესახებ თავისი მოსაზრება ალკმაარელთა ყოფილმა ფორვარდმა- შოთა არველაძემ და დღევანდელმა მწვრთნელმა - ლიროი ეხტელდმა გამოთქვეს.

 

„მსგავსი ტურნირები საუკეთესო ‘თერმომეტრია’, რომელიც გაჩვენებს რა მდგომარეობაში ხარ, როცა მწვრთნელი გუნდს აშენებს, მაგრამ საერთაშორისო ტურნირებში ვერ მონაწილეობს და უცხოელებთან შეხება არ ააქვს, მას გაწეული სამუშაოს შეფასების საშუალება არ გააჩნია. არადა, ეს ის თაობაა, რომელიც, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში იუნიორების ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს და საერთაშორისო გამოცდილება დასჭირდება. იქ კი გამოცდილი გუნდები და ფეხბურთელები დახვდებიან. მაგალითად- ჰოლანდიელები ავტობუსით გადადიან ბელგიასა და გერმანიაში, მათგან ახლოსაა საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, სკანდინავიის ქვეყნები და ლამის ყოველდღიური კავშირები აქვთ. ჰოლანდიელი ბავშვები სწორედ ასეთ თამაშებში იზრდებიან, მათი ფეხბურთი კი ძალიან მაღალ დონეზეა განვითარდებული. მერე მათ გამოუცდელი რომ შეხვდები, უცხოპლანეტელივით უყურებ, მწვრთნელს კი მთელი შრომა წყალში ეყრება.“ - შოთა არველაძე

 

„მოხარული ვარ, რომ ასეთ ძლიერ ტურნირიზე მოგვიწვიეს. აქ მშვენიერი პირობები და ორგანიზაციაა. ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ორგანიზატორები, დინამოს წარმომადგენელი წამითაც არ გვშორდებიან და მათ თანადგომასა და მეგობრულ დამოკიდებულებას ყოველ წამს ვგრძნობთ. მიმაჩნია, რომ ტურნირზე მონაწილეობა ჩვენი გუნდის მომავალ თაობას დადებითად წაადგება და ახალგაზრდები მშვენიერ გამოცდიელბას მიიღებენ. ბიჭები სხვა ქვეყნების ფეხბურთს გაიცნობენ და ეცოდნიებათ, მომავალში რომ შეხვდებიან, რა დაუპირისპირონ. - ალკმაარელთა მთავარი მწვრთნელი - ლიროი ეხტელდი

 

ყოფილმა ფეხბურთელებმა ეს ინტერვიუ გაზეთ ლელოს მისცეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024