8/15/2011
დინამო, ჩვე­ნი კლუ­ბი (EN)

"რე­ი­კი­ა­ვიკ­თან" "დი­ნა­მოს" მას­ტერ­კ­ლა­სის შემ­დეგ "დი­ნა­მო" ისევ შე­იც­ვა­ლა.

უკე­თე­სი და თა­ნა­მედ­რო­ვე გახ­და. "დი­ნა­მო" სულ იც­ვ­ლე­ბა. რაც მახ­სოვს, სულ შეც­ვ­ლი­ლია და სულ რა­ღა­ცას აპი­რებს. "დი­ნა­მო" არა­ქარ­თუ­ლად, მომ­გე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­ით, მშვი­დად იწყებს და ამ­თავ­რებს. ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი ემო­ცი­ის უაზ­როდ და­კარ­გ­ვაა. ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი­ვით დაწყე­ბა და დი­ლე­ტან­ტი­ვით დამ­თავ­რე­ბაა.

ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თი წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბა და პერ­ს­პექ­ტი­ვის, ასათ­ვი­სებ­ლის იგ­ნო­რი­რე­ბაა. ალე­ხან­დ­რო გარ­სია "დი­ნა­მო­დან" გა­ვი­გეთ და სულ "დი­ნა­მო­დან" გვე­ცო­დი­ნე­ბა. ეს­პა­ნე­ლია, ეს­პა­ნე­ლი­ვით აზ­როვ­ნებს და "დი­ნა­მოს" არა­ქარ­თუ­ლად ათა­მა­შებს. ეს უკ­ვე კარ­გია. ცდი­ლობს გა­ი­გოს ქარ­თუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტის კომ­პ­ლექ­სე­ბი და ეც­დე­ბა ამ კომ­პ­ლექ­სე­ბის­გან ბი­ჭე­ბი შე­ამ­სუ­ბუ­ქოს. "დი­ნა­მო" არა­ქარ­თუ­ლად აზ­როვ­ნებს და ჯერ იგებს.

"დი­ნა­მოს" აზ­როვ­ნე­ბის, ალე­ხან­დ­რო გარ­სი­ას, კი­დევ ოთხი ეს­პა­ნე­ლის, თი­თო ჩე­ხი­სა და ბრა­ზი­ლი­ე­ლის და და­ნარ­ჩე­ნი ქარ­თ­ვე­ლე­ბის შეკ­ვ­რა­ზე კლუ­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ზუ­რაბ პო­ლო­ლი­კაშ­ვი­ლი მუ­შა­ობს. პა­ტა­რა, კოხ­ტა, საქ­მი­ა­ნი კა­ბი­ნე­ტი­დან ამუ­შა­ვებს "დი­ნა­მოს". "დი­ნა­მოც" ამუ­შავ­და. "დი­ნა­მო­ში" დი­ნა­მო­ე­ლე­ბი არი­ან და რა­ღაც კარ­გი უკ­ვე და­იძ­რა. პო­ლო­ლი­კაშ­ვილ­თან სა­უ­ბა­რიც კარ­გი, მე­გობ­რუ­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო იყო.

მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი და  გა­სა­კე­თე­ბე­ლი

"დი­ნა­მო" შე­იც­ვა­ლა. ზე­და­პი­რუ­ლად, უკე­თე­სი, მოქ­ნი­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია და არა წარ­სულ­ში ჩარ­ჩე­ნი­ლი ტრა­დი­ცია დარ­ჩა. პო­ლო­ლი­კაშ­ვი­ლის "დი­ნა­მო" სუნ­თ­ქავს. წი­ნა "დი­ნა­მო" ინერ­ცი­ით იყო, დღე­ვან­დე­ლი გუნ­დი უფ­რო აზ­რ­ზეა მო­სუ­ლი. კლუ­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი თა­ვი­დან იხ­სე­ნებს ყვე­ლა­ფერს.

ზუ­რაბ პო­ლო­ლი­კაშ­ვი­ლი: "დი­ნა­მო­ში" იყო პრობ­ლე­მე­ბი... ფი­ნან­სუ­რი, სხვა სა­ხის პრობ­ლე­მე­ბიც და ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად კლუ­ბის პროგ­რესს აჩე­რებ­და. არა მარ­ტო "დი­ნა­მო­ში", ნე­ბის­მი­ერ კლუბ­ში არის მე­პატ­რო­ნე, რო­მე­ლიც კლუბს ინა­ხავს. და არის პერ­სო­ნა­ლი, რო­მე­ლიც მე­პატ­რო­ნის ფი­ნან­სურ და ადა­მი­ა­ნურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ავი­თა­რებს, ქა­ღალ­დი­დან რე­ა­ლო­ბა­ში გა­და­აქვს. ამ ორი სფე­როს ბა­ლან­სი ხელს უწყობს კლუ­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და "დი­ნა­მო­ში" ეს ბა­ლან­სი არ ირ­ღ­ვე­ვა. ტრა­დი­ცია ბევ­რის­თ­ვის ზე­და­პი­რუ­ლი სიტყ­ვაა. ტრა­დი­ცი­ის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი პო­პუ­ლა­რუ­ლი თე­მაა, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად უმოქ­მე­დო პრო­ცეს­თან გვაქვს საქ­მე. "დი­ნა­მო­ში" ტრა­დი­ცი­ებს უფ­რ­თხილ­დე­ბოდ­ნენ და დღეს ამ ტრა­დი­ცი­ე­ბით კლუ­ბის ყვე­ლა თა­ნამ­შ­რო­მე­ლი ერ­თ­მა­ნეთ­ზე ზრუ­ნავს, ერ­თ­მა­ნეთს აზღ­ვევს, ერ­თ­მა­ნე­თი გა­აქვს. მო­ე­დან­ზე მო­თა­მა­შე­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთს აზღ­ვე­ვენ და ეს დაზღ­ვე­ვა დრო­უ­ლი და მწვრთნე­ლის­თ­ვის მო­სა­წო­ნი რომ იყოს, კლუ­ბის სხვა წევ­რე­ბიც ერ­თი ოჯა­ხი­ვით უნ­და იყ­ვ­ნენ. ალ­ბათ, ვართ კი­დეც და ეს მსი­ა­მოვ­ნებს. ბა­ლან­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში აუცი­ლე­ბე­ლია.

"დი­ნა­მო" არა მხო­ლოდ რე­გი­ო­ნუ­ლად უნ­და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი­ყო. კომ­ფორ­ტუ­ლი ბა­ზა, სწო­რი სე­ლექ­ცია, კლუ­ბის­თ­ვის შე­სა­ფე­რი­სი დო­ნის და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი - ყვე­ლა­ფე­რი ეს აუცი­ლე­ბე­ლია. რო­მან ფი­ფი­ას­თ­ვის "დი­ნა­მო", სა­ფეხ­ბურ­თო საქ­მე­ებ­ში ჩარ­თ­ვა ახა­ლი ნამ­დ­ვი­ლად არ იყო. ჩვე­ნი მფლო­ბე­ლი მა­ნამ­დე რუ­სეთ­ში, "სო­კო­ლის" წინ­ს­ვ­ლას უწყობ­და ხელს და იცის, სად, რა დო­ნე­ზე, რა დატ­ვირ­თ­ვე­ბით უნ­და გა­კეთ­დეს ყვე­ლა­ფე­რი.

"დი­ნა­მო­ში" ორი ძი­რი­თა­დი გეგ­მა და­ვი­სა­ხეთ.

პირ­ვე­ლი - მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი. ეს გუ­ლის­ხ­მობს ში­და ჩემ­პი­ო­ნატ­ში მა­ღა­ლი მიზ­ნე­ბის­თ­ვის ბრძო­ლას და ევ­რო­პა­ში კლუ­ბის­თ­ვის შე­სა­ფე­რი­სი ფეხ­ბურ­თის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბას. არ გვქონ­და ილუ­ზია, რომ პირ­ვე­ლი­ვე სე­ზონ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევ­დით და ორ­მა­გად სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­ცა ეს წარ­მა­ტე­ბა მო­დის. "დი­ნა­მო" ევ­რო­პის ლი­გის ფლეი-ოფ­შია, გა­ვი­ა­რეთ რამ­დე­ნი­მე წრე და ეს და­მა­ი­მე­დე­ბე­ლია.

"დი­ნა­მო" ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რად უნ­და ვი­თარ­დე­ბო­დეს. ყვე­ლა პრო­ცე­სი ერ­თ­მა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად და ერ­თ­მა­ნეთ­ზე გათ­ვ­ლით უნ­და მი­დი­ო­დეს. ზო­გა­დად, ფეხ­ბურ­თ­ში სწო­რი სე­ლექ­ცია, კარ­გი მწვრთნე­ლე­ბი და მა­ღა­ლი დო­ნის მო­თა­მა­შე­ე­ბი გა­ნა­პი­რო­ბე­ბენ წარ­მა­ტე­ბას. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ ალექს გარ­სი­ას აყ­ვა­ნა, რაც, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, რის­კი იყო. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არა­ქარ­თ­ვე­ლი მწვრთნე­ლე­ბი ყო­ველ­თ­ვის ვერ ამარ­თ­ლებ­დ­ნენ. თუ ლე­გი­ო­ნერ ფეხ­ბურ­თელს ლო­კა­ლუ­რი მას­შ­ტა­ბის მო­თა­მა­შე­ზე ორ­ჯერ მეტს ვთხოვთ, ასე­თი­ვე მოთხოვ­ნა უნ­და გვქონ­დეს მწვრთნე­ლებ­თა­ნაც.

გარ­სია კარ­გი მწვრთნე­ლი და და­დე­ბი­თი პი­როვ­ნე­ბაა. აქვს შე­დე­გი და ეს შე­დე­გი მოკ­ლე დრო­ში თით­ქ­მის უც­ნო­ბი მო­თა­მა­შე­ე­ბით აიღო. "დი­ნა­მოს" მწვრთნე­ლი კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია. თქვენც შე­ამ­ჩ­ნევ­დით, რომ მო­თა­მა­შე­ებ­თან უშუ­ა­ლო, მე­გობ­რუ­ლი და ოდ­ნავ მკაც­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს. გუნ­დ­ში და­დე­ბი­თი აურის შექ­მ­ნას ნი­ჭი და ამის სურ­ვი­ლი უნ­და. გარ­სი­ას ორი­ვე აქვს. ალექ­სი მე­გობ­რობს "დი­ნა­მოს" გულ­შე­მატ­კივ­რებ­თან, ბა­ზა­ზე ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ან­თან მი­ვა, მო­ი­კითხავს და ამას ბუ­ნებ­რი­ვად აკე­თებს. მო­თა­მა­შე­ებ­მა ალ­ღო აუღეს მის საწ­ვ­რ­თ­ნელ პრო­ცესს და ალექ­სის მუ­შა­ო­ბის სტი­ლი მოს­წონთ. მათ­თ­ვის ეს ახა­ლია.

პირ­ვე­ლი­ვე შეკ­რე­ბის შემ­დეგ გა­მო­იკ­ვე­თა კლუ­ბის ძლი­ე­რი და სუს­ტი წერ­ტი­ლე­ბი, ის ნი­უ­ან­სე­ბი, რომ­ლებ­საც მწვრთნე­ლიც, მეც და კლუ­ბის მფლო­ბე­ლიც უფ­რო ყუ­რადღე­ბით უნ­და დავ­კ­ვირ­ვე­ბო­დით.

და­ვი­მა­ტეთ ოთხი ლე­გი­ო­ნე­რი. "დი­ნა­მო" ქარ­თ­ვე­ლე­ბი­თაც გაძ­ლი­ერ­და, მაგ­რამ ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით ერ­თ­ბა­შად შე­დე­გის მიღ­წე­ვა მა­ინც ძნე­ლი იყო. გარ­სი­ამ ეს გა­ა­კე­თა და კი­დევ ერ­თხელ დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ "დი­ნა­მო­ში" "დი­ნა­მოს­თ­ვის" სა­ჭი­რო მწვრთნე­ლი ალა­გებს ყვე­ლა­ფერს.

მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლა იმ ქარ­თ­ველ მო­თა­მა­შეს, რო­მე­ლიც დღეს "დი­ნა­მო­შია". ოდი­კა­ძეს, ბე­რა­ი­ას... ყვე­ლას, რომ ბო­ლომ­დე გვერ­დ­ში დაგ­ვიდ­გ­ნენ და სხვა­გან უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი "დი­ნა­მო­ზე" არ გაც­ვა­ლეს. ჩემ­თ­ვის ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ფეხ­ბურ­თე­ლის ნი­ჭი იგებს მატჩს, მაგ­რამ მი­სი ადა­მი­ა­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბი ამ ნი­ჭის გა­მოვ­ლე­ნას ხელს უწყობს. "დი­ნა­მო­ში" კლუ­ბის ერ­თ­გუ­ლი ხალ­ხი თა­მა­შობს. ჩვე­ნი მი­ზა­ნია "დი­ნა­მო" ევ­რო­პის სა­შუ­ა­ლო დო­ნის კლუ­ბი გახ­დეს. ამის მიღ­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა. უბ­რა­ლოდ, ერ­თ­მა­ნე­თის ერ­თ­გუ­ლე­ბი უნ­და ვი­ყოთ. სი­მარ­თ­ლით, მონ­დო­მე­ბით და ლტოლ­ვით ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვ­ლე­ბა.

გრძელ­ვა­დი­ა­ნი გეგ­მა

"დი­ნა­მოს" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან სა­უბ­რის დაწყე­ბამ­დე ათი­ო­დე წუ­თი მქონ­და. კლუ­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­თან, ჩვენს მე­გო­ბარ გი­გა გვენ­ცა­ძეს­თან ერ­თად კლუ­ბის ბა­ზა შე­მო­ვი­ა­რე. ყვე­ლა­ფე­რი ისევ იქ არის, სა­დაც ფი­ფი­ამ­დე, პო­ლო­ლი­კაშ­ვი­ლამ­დე, გარ­სი­ამ­დე იყო. სატ­რე­ნა­ჟო­რო დარ­ბა­ზიც, მო­ე­და­ნიც, საშ­ხა­პე­ე­ბიც, ყვე­ლა­ფე­რი იქ არის. უბ­რა­ლოდ, ყვე­ლა­ფე­რი ახა­ლია და არა ერ­თ­ჯე­რა­დი. ეს სი­ახ­ლეა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გსი­ა­მოვ­ნებს. პერ­ს­პექ­ტი­ვას გრძნობ და ამ პერ­ს­პექ­ტი­ვა­ზე პო­ლო­ლი­კაშ­ვი­ლიც ყვე­ბა.

ზ.პ: "დი­ნა­მოს" გან­ვი­თა­რე­ბის მე­ო­რე გეგ­მა გრძელ­ვა­დი­ა­ნია. ჩვე­ნი ბავ­შ­ვ­თა აკა­დე­მია კლუ­ბის ზრდის პირ­ვე­ლი ხელ­შემ­წყო­ბი უნ­და იყოს. "დი­ნა­მოს" ბავ­შ­ვ­თა აკა­დე­მი­ა­ში ყვე­ლა ვერ მოხ­ვ­დე­ბა. იქ მხო­ლოდ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი ივარ­ჯი­შე­ბენ, მა­ნამ­დე კი სე­ლექ­ცი­ის რამ­დე­ნი­მე ეტაპს გა­ივ­ლი­ან. ახ­ლა აკა­დე­მი­ა­ში რვა ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფია, სა­დაც მუ­შა­ობს სპე­ცი­ა­ლის­ტი, რო­მელ­საც "ბარ­სე­ლო­ნას" კან­ტე­რა­ში ასე­თი­ვე დატ­ვირ­თ­ვა ჰქონ­და. კი­დევ ერ­თხელ ვი­მე­ო­რებ, ეს არ იქ­ნე­ბა მა­სა­ზე გათ­ვ­ლი­ლი აკა­დე­მია. აკა­დე­მი­ის მი­ზა­ნი მარ­ტო ჩვე­ნი კლუ­ბის შევ­სე­ბა არ არის. "დი­ნა­მოს" ყვე­ლა­ზე კარგ პრო­დუქტს მი­ი­ღებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბიც. კლუ­ბი მის მე­პატ­რო­ნეს ეკუთ­ვ­ნის, ნაკ­რე­ბი კი - მთელ სა­ქარ­თ­ვე­ლოს. ყვე­ლა კლუ­ბი ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის, ქვეყ­ნის პრეს­ტი­ჟის და­სა­ცა­ვად მუ­შა­ობს. "დი­ნა­მო­ში" ეს ეს­მით, ამას ყვე­ლა ხვდე­ბა და ით­ვა­ლის­წი­ნებს. ყვე­ლა­ფე­რი ეტა­პობ­რი­ვად, ჯაჭ­ვუ­რად ხდე­ბა.

სექ­ტემ­ბ­რი­დან ალექს გარ­სია ყვე­ლა ასა­კობ­რივ ჯგუფს მი­აქ­ცევს ყუ­რადღე­ბას. აქამ­დე ის თით­ქ­მის მთლი­ა­ნად დიდ გუნ­დ­ზე იყო გა­დარ­თუ­ლი. დავ­რ­წ­მუნ­დით, რომ სან­დო და სა­ინ­ტე­რე­სო, შე­დე­გის მომ­ტა­ნი მწვრთნე­ლია და მი­სი მუ­შა­ო­ბის არე­ა­ლი გა­ფარ­თოვ­დე­ბა, მი­სი სა­მუ­შაო უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო, ოდ­ნავ დამ­ღ­ლე­ლი და სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო იქ­ნე­ბა. "ბარ­სე­ლო­ნა" მო­დე­ლად, წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის სა­უ­კე­თე­სო თა­ნა­მედ­რო­ვე მა­გა­ლი­თად ავირ­ჩი­ეთ და გარ­სი­ას "ბარ­სე­ლო­ნა­ში" აქვს ნა­მუ­შე­ვა­რი. გარ­სი­ამ "ბარ­სე­ლო­ნას" ნა­წი­ლი "დი­ნა­მო­ში" წა­მო­ი­ღო. შე­დე­გებს ორი წლის თავ­ზე ვე­ლით. იმე­დი მაქვს, პროგ­რე­სი უფ­რო შე­სამ­ჩ­ნე­ვი და ბუ­ნებ­რი­ვი იქ­ნე­ბა.

"დი­ნა­მო­ში" გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა სა­სე­ლექ­ციო პრო­ცე­სი. სა­კუ­თა­რი აკა­დე­მია და რამ­დე­ნი­მე ლე­გი­ო­ნე­რი არ გა­მო­რიცხავს სხვა ქარ­თუ­ლი კლუ­ბე­ბი­დან შევ­სე­ბას. ცხა­დია, ქარ­თუ­ლი კლუ­ბე­ბი­დან ქარ­თ­ვე­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბის და­მა­ტე­ბას ვგუ­ლის­ხ­მობ. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში სე­ლექ­ცია არას­წო­რად ტარ­დე­ბა. აუცი­ლე­ბე­ლია ზო­ნი­რე­ბუ­ლი სე­ლექ­ცია, რო­მელ­საც სწო­რი, მაქ­სი­მა­ლუ­რად დატ­ვირ­თუ­ლი და აუცი­ლე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ბა­ზა შე­უწყობს ხელს. "დი­ნა­მო­ში" სე­ლექ­ცი­ო­ნერ­თა ჯგუფს ორი კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი - თე­მურ უგ­რე­ხე­ლი­ძე და გია ჯიშ­კა­რი­ა­ნი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს.

თუ სა­ჭი­როა, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა

"დი­ნა­მო" ჩვე­ნი და­ნარ­ჩე­ნი კლუ­ბე­ბის­თ­ვის მა­გა­ლი­თია. "დი­ნა­მო­ში" ტრა­დი­ცია არ ყვი­რის და ასაკ­ში შე­სუ­ლი ბა­ბუ­ა­სა­ვით მშვი­დად გე­სალ­მე­ბა. ტრა­დი­ცი­ას უფ­რ­თხილ­დე­ბი და იცი, რომ ის ტრა­დი­ცია უფ­რო დი­დია, ვიდ­რე გგო­ნია. "დი­ნა­მო­ში" შეც­დო­მაც ბევ­რი იყო. შეც­დო­მე­ბი "ბარ­სე­ლო­ნა­შიც" იყო და ნე­ბის­მი­ერ სხვა სო­ლი­დურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­შიც. შეც­დო­მის გა­რე­შე მო­ტი­ვა­ცი­ის, ლტოლ­ვის, აზარ­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ძნე­ლია. მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია გარ­სია, მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია პო­ლო­ლი­კაშ­ვი­ლიც. მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია მთე­ლი კლუ­ბი.

ზ.პ: "ცხა­დია, ყვე­ლა მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლია. გარ­სია "დი­ნა­მო­ში" თა­ვი­სი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით მო­ვი­და. სპე­ცი­ფი­კა­ზე გათ­ვ­ლი­ლი, შე­დე­გის მომ­ტა­ნი, სა­ერ­თო კრი­ტე­რი­უ­მე­ბით, და რო­გორც გითხა­რით, მის აზრს ყვე­ლა ით­ვა­ლის­წი­ნებს. ქარ­თულ კლუ­ბებ­ში არ არ­სე­ბობს სწო­რი რო­ტა­ცია, ცალ­კე­ულ მო­თა­მა­შე­ებ­ზე იქ­მ­ნე­ბა სუ­ბი­ექ­ტუ­რი, ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნის აზ­რი, რო­მე­ლიც ხში­რად არას­წო­რი და მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლია. "დი­ნა­მო­ში" არა მარ­ტო მო­თა­მა­შეს­თან, ნე­ბის­მი­ერ ნი­უ­ან­ს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ერ­თო აზ­რამ­დე მივ­დი­ვართ და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ვი­ღებთ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას. ასე სწო­რია. ასე სან­დოა და ასე იქ­ნე­ბა.

ალექს გარ­სი­ას თა­ვი­დან ეგო­ნა, რომ სა­დაც ჩა­დი­ო­და, იქ იმა­ზე და­ბა­ლი დო­ნის ჩემ­პი­ო­ნა­ტი, მო­თა­მა­შე­ე­ბი დახ­ვ­დე­ბო­და, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად იყო. "დი­ნა­მო­ში" ის ყვე­ლაფ­რით კმა­ყო­ფი­ლია. მწვრთნელს ვე­თან­ხ­მე­ბი, რომ უნ­და შე­იქ­მ­ნას უკე­თე­სი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა და სწო­რი მუ­შა­ო­ბით ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი და სწო­რი კლუ­ბი. გარ­სია ნაკ­ლე­ბი მო­ლო­დი­ნით ჩა­მო­ვი­და და მე­ტი ენ­თუ­ზი­აზ­მით მუ­შა­ობს. მოკ­ლედ, ეს­პა­ნელ­მა კარ­გად მი­ი­ღო არ­სე­ბუ­ლი გა­რე­მო. არ ცდი­ლობს, ამ გა­რე­მო­ზე გა­და­ეწყოს ან ეს გა­რე­მო თა­ვის თავ­ზე გა­და­აწყოს. ალექ­სი ამ გა­რე­მოს შე­ე­გუა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო, მის­თ­ვის ახ­ლო შე­ხე­ბის წერ­ტი­ლი ნა­ხა. ერთ-ერ­თი წერ­ტი­ლი "დი­ნა­მოა". ჩვენ­თ­ვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეს არის.

თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა და თუ ეს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­ვა, ალექს გარ­სია თა­ვის გა­მოც­დი­ლე­ბას ნაკ­რებ­საც გა­უ­ზი­ა­რებს. თე­მურ ქეც­ბაია არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პი­როვ­ნე­ბა და ძა­ლი­ან ძლი­ე­რი, გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტია. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი წინ მი­დის. პო­ლო­ნეთ­თან წა­ვა­გეთ, მაგ­რამ ვუ­ტევ­დით, გულ­შე­მატ­კივ­რის­თ­ვის სა­სი­ა­მოვ­ნო ფეხ­ბურ­თი ვი­თა­მა­შეთ და სა­ბო­ლო­ოდ, შე­დე­გის გარ­და, ყვე­ლაფ­რით კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვით. ქეც­ბაია და გარ­სია აეკ­თან შეხ­ვედ­რამ­დე გა­ე­სა­უბ­რე­ბი­ან ერ­თ­მა­ნეთს. თე­მუ­რი იქ იქ­ნე­ბა და რჩე­ვე­ბით დაგ­ვეხ­მა­რე­ბა - ქეც­ბაია ბერ­ძ­ნულ ფეხ­ბურთს კარ­გად იც­ნობს."

კრუ­ი­ფი, ზი­და­ნი,  სუ­ხიშ­ვი­ლე­ბი

ზ.პ: "სა­ერ­თოდ, "ბარ­სე­ლო­ნას" გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ, მაგ­რამ ალ­ბათ მა­ლე "რე­ალ­ზე" გა­და­ვალ. "ბარ­სე­ლო­ნა" ისე­დაც ყვე­ლა­ფერს იგებს, ალ­ბათ, უკ­ვე დამ­ღ­ლე­ლიც არის... ბავ­შ­ვო­ბი­დან საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვარ. მომ­წონ­და მი­შელ პლა­ტი­ნი, შემ­დეგ - ზი­ნე­დინ ზი­და­ნი. ყო­ველ­თ­ვის მომ­წონ­და "ბარ­სე­ლო­ნა".

ცხა­დია, "დი­ნა­მოს" "ბარ­სე­ლო­ნას" მო­დელ­ზე გა­დას­ვ­ლა მა­ღა­ლი დო­ნის შემ­ს­რუ­ლებ­ლებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბა­საც ით­ვა­ლის­წი­ნებს. შე­დე­გის მომ­ტა­ნი ფეხ­ბურ­თი შე­დე­გის მომ­ტან­მა მო­თა­მა­შემ უნ­და ითა­მა­შოს. ეს შე­დე­გი მწვრთნელ­მა უნ­და მო­ი­ტა­ნოს და მწვრთნე­ლის შერ­ჩე­ვა კლუ­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა.

რა სტი­ლი და ტაქ­ტი­კაც არ უნ­და აირ­ჩი­ოს "ბარ­სე­ლო­ნამ", მე­სის, ხა­ვის და ინი­ეს­ტას გა­რე­შე ვერ მო­ი­გებს, ფე­რებს და­კარ­გავს. "დი­ნა­მო­შიც" მა­ღა­ლი დო­ნის შემ­ს­რუ­ლებ­ლე­ბი უნ­და გვყავ­დეს. "დი­ნა­მო" თა­მა­შობს და, ალ­ბათ, ითა­მა­შებს 4-3-3 ტაქ­ტი­კით, რაც შემ­ტევ, გახ­ს­ნილ, სწრაფ ფეხ­ბურთს გუ­ლის­ხ­მობს. ეს ფეხ­ბურ­თი სა­ინ­ტე­რე­სო სა­ყუ­რე­ბე­ლია. დღეს ყვე­ლას სურს და­ემ­ს­გავ­სოს "ბარ­სე­ლო­ნას".

"ბარ­სე­ლო­ნა" შე­დე­გია. "დი­ნა­მოს" სურ­ვი­ლიც ეს არის. მა­ნამ­დე უნ­და აეწყოს ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რა, ამუ­შავ­დეს (ისე, რო­გორც გვსურს) "დი­ნა­მოს" აკა­დე­მია და შე­დე­გი მო­ვა. დღე­ვან­დე­ლი "ბარ­სე­ლო­ნას" აგე­ბა წლე­ბის წინ კრუ­იფ­მა და­იწყო და გვარ­დი­ო­ლამ და­ას­რუ­ლა. ეს არის სა­ფეხ­ბურ­თო სა­სახ­ლე, სა­დაც ყვე­ლას არ უშ­ვე­ბენ. "დი­ნა­მოც" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნ­და იყოს.

"დი­ნა­მო" ქარ­თუ­ლი ბრენ­დია. "დი­ნა­მო" ჩვე­ნი ის­ტო­რია და წარ­სუ­ლია. ამ კლუ­ბის ის­ტო­რი­ა­სა და წარ­სულ­ზე აშენ­დე­ბა საბ­რენ­დო და სა­მარ­კე­ტინ­გო პო­ლი­ტი­კა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­დი­ხარ და ეც­ნო­ბი ქარ­თულ სიმ­დიდ­რეს, ძველ თბი­ლისს, სუ­ხიშ­ვი­ლებს, ჩვენს მდი­დარ ის­ტო­რი­ას. ხალ­ხი დაბ­რუნ­დე­ბა სტა­დი­ო­ნებ­ზე. არა მარ­ტო "დი­ნა­მო­ზე". გულ­შე­მატ­კი­ვა­რი სხვა კლუ­ბებ­საც უნ­და და­უბ­რუნ­დეს.

ძა­ლი­ან მინ­და დაბ­რუნ­დეს ის დრო, რო­დე­საც მშო­ბელს შვი­ლი დაჰ­ყავ­და არა მარ­ტო რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რ­ში ან სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის კონ­ცერ­ტ­ზე, მშო­ბელს შვი­ლი "დი­ნა­მო­ზე" დაჰ­ყავ­და. "დი­ნა­მო" ჩვე­ნი ქვეყ­ნის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს დი­დი ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია.

ერთ თვე­ში გავ­ხ­ს­ნით "დი­ნა­მოს" ბა­ზას. თქვე­ნი გა­ზე­თის სა­შუ­ა­ლე­ბით დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ამ პრო­ცეს­ში გვეხ­მა­რე­ბო­და და გვეხ­მა­რე­ბა.

"დი­ნა­მო" ყვე­ლა ქარ­თ­ვე­ლის კლუ­ბი და ჩვე­ნი სი­ა­მა­ყეა."

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024