• Geo
  • Eng
09.07.2012
ლევან კაკუბავა ბრუნდება

ჩვენი გუნდის ცენტრალური მცველი და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი ლევან კაკუბავა 6 თვის მანძილზე ფეხბურთს იძულებით ჩამოსცილდა. ლევანი 24 ნოემბერს დიღმის ბაზაზე ვარჯიშისას მძიმედ დაშავდა. დიაგნოზი - მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა. კაკუბავას გასული სეზონის მთელი მეორე, დასკვნითი ეტაპი გაუცდა. დღეს იგი ახალი სეზონისთვის სრული დატვირთვით, როგორც გუნდის სრულფასოვანი წევრი დიდი მონდომებით ემზადება.

ლევან კაკუბავა - მძიმე პერიოდი გადავიტანე. ფეხბურთის გარეშე ძალიან გამიჭირდა. თავიდან საერთოდ ყავარჯნებით მომიწია სიარული, მაგრამ ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და დღეს უკვე, მზადების პირველივე დღიდან  ჩვეულებრივად ვვარჯიშობ. საბედნიეროდ არც ტკივილებს ვუჩივი, ფეხმა გამიშვა, რეჟიმში ჩავდექი და ინტენსიურ დატვირთვებსაც ვიღებ. მიუხედავად იმისა, რომ რთული სეზონი გველის, ყველანი იმედიანად ვართ. ახალი მწვრთნელი, ახალ გუნდს აშენებს და ვფიქრობ სეზონის სტარტს საუკეთესო ფორმაში შევხვდებით და დინამოს შესაბამის ფეხბურთს და შედეგს ვაჩვენებთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024