• Geo
  • Eng
26.06.2012
ფრე ვიტ ჯორჯიასთან ტესტ–მატჩში

დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე დინამოელებმა მოსამზადებელ ეტაპზე პირველი სპარინგი გამართეს. ჩვენი გუნდი ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდა. ბაზაზე გამართულ ამხანაგური შეხვედრას წინ წუთიერი დუმილი უძღვოდა. მატჩის მონაწილე ფეხბურთელებმა რამაზ შენგელიას ხსოვნას პატივი მიაგეს და შავი სამკლაურებით ითამაშეს. მიუხედავად იმისა, რომ დინამოელებმა რამდენიმე საგოლე ეპიზოდი შექმნეს, შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა. დინამოელებმა შეხვედრა ორი განსხვავებული შემადგენლობით ჩაატარეს. პირველ ტაიმში მოედანზე შემდეგი მოთამაშეები ვიხილეთ: ზარქუა, ხმალაძე, რეხვიაშვილი, კვეკვესკირი, გლიშიჩი, ეუდისი, თარხნიშვილი, ალვარო, კოტო, მერებაშვილი, სეთურიძე

მეორე ტაიმში დუშან უჰრინმა შემდეგი შემადგენლობა ათამაშა: სეფიაშვილი, გველესიანი, ტვილდიანი, კიზიტო, ჩისკო, პაპავა, ლექვთაძე (ჩაფიძე) ჯიღაური, ძარია, პარუნაშვილი, იაგუე.

 

 

დღევანდელი დღის ფოტორეპორტაჟის სანახავად ეწვიეთ ჩვენი გუნდის Facebook–ის გვერდს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024