• Geo
  • Eng
31.05.2012
დინამოს აკადემია ნოდარ ახალკაცის სახელობის ფესტივალზე – მეხუთე დღე

ნოდარ ახალკაცის სახელობის მეხუთე ბავშვთა ფესტივალზე, მორიგი შეხვედრები გამართეს დინამოს აკადემიის გუნდებმა. ჩვენი აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდმა აზერბაიჯანულ ალანჯას 4:0 მოუგო და ფინალში გავიდა. მოგვიანებით საქმეში 2002 წელს დაბადებული დინამოელებიც ვიხილეთ, მათ თენგიზ სულაქველიძის აკადემიის აღსაზრდელებთან მძიმე და დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვეს. შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი მოზარდმა დინამოელებმა 5:3 მოიგეს. დინამოელები ფინალურ შეხვედრებს ხვალ გამართავენ. დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ დინამოს განრიგს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024