• Geo
  • Eng
31.05.2012
დინამოში უგრინები იმუშავებენ

დინამოში უგრინები იმუშავებენ. ჩვენ გუნდს უგრინები გაწვრთნიან. შეგახსენებთ, რომ 1996 წლის ევროპის საუკეთესო მწვრთნელი დუშან უგრინი უფროსი, დინამოს 2006-2008 წლებში ედგა სათავეში და ჩვენმა გუნდმა საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დუშან უგრინი უმცროსი ჩეხეთის მლადა ბოლესლავს და რუმინულ პოლიტექნიკა ტიმოშარას წვრთნიდა, რომლებმაც თავიანთ ქვეყნებში ვიცე-ჩემპიონი ტიტული მოიპოვეს. დეტალურ ინფორმაციას ჩვენს კლუბში მიმდინარე სიახლეების შესახებ ფეხბურთის გულშემატკივარი უახლოეს დღეებში მიიღებს. 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024