• Geo
  • Eng
28.05.2012
დინამოს აკადემია ნოდარ ახალკაცის სახელობის ფესტივალზე – მეორე დღე

გრძელდება ნოდარ ახალკაცის სახელობის ბავშვთა მეხუთე ფესტივალი. დღეს გათამაშების მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. მოგეხსენებათ, რომ დინამო თბილისის აკადემია ფესტივალზე სამივე ასაკობრივ შეჯიბრებაში იღებს მონაწილეობას. დღევანდელი დღის პირველი მატჩი დინამოელთაგან 2002 წელს დაბადებულთა გუნდმა გამართა. პირველი მოგებული შეხვედრის შემდეგ (10:0) დინამოს აკადემიის 2002 წელს დაბადებულთა გუნდის ფეხბურთელები დუშეთის გუნდთან  2:6 დამარცხდნენ. მოგვიანებით გამართულ შეხვედრაში დინამოს აკადემიის 2003 წელს დაბადებულთა გუნდის წევრებმა პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ (2:3) დღეს საკუთარ აქტივს სამი ქულა შესძინეს – მათი მეტოქე ბაია სათამაშოდ არ გამოცხადდა და მოზარდ დინამოელებს ტექნიკური გამარჯვება ჩაეთვალათ. ფესტივალის მეორე დღის მიწურულს დინამოს აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდმა წარმატებული სვლა მეორე ტურშიც განაგრძო და საბურთალო I დიდი ანგარიშით 6:1 დაამარცხა.

დასასრულს შეგახსენებთ, რომ დინამოს აკადემიის ასაკობრივი გუნდები მორიგი, მესამე ტურის შეხვედრას ხვალ გამართავენ, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ დინამოს განრიგი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024