• Geo
  • Eng
20.05.2012
დინამო 6:1 ბაია – მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო 6:1 ბაია შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

რამაზ მუმლაძე - კარგია რომ დღეს მოვიგეთ, აქამდე რომ გვეთამაშა ასეთი ფეხბურთი უკეთესი იქნებოდა. მეტოქე გუნდის სისუსტემ ჩვენ გუნდს კიდევ უფრო კარგი თამაშის საშუალება მისცა, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ბიჭებს ეს გამარჯვება.

ელგუჯა ქომეთიანი - პირველ რიგში დინამოს ღირსეულ გამარჯვებას მივულოცავ. რაც შეეხება ბაიას, ეს არ იყო ფეხბურთი - ეს იყო ანტიფეხბურთი. თუმცა ამ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. ყველაფერი ერთმანეთს დაემატა. ძირითადი გუნდის ექვსი ფეხბურთელი გვაკლდა, დავიმატეთ ჭაბუკთა ლიგის მოთამაშეები, ორს ფეხბურთელს, დღეს საერთოდაც დებიუტი ჰქონდა. დინამოსთან ყოველთვის რთულია თამაში, მითუმეტეს ასეთი შემადგენლობით, აქედან გამომდინარე დღევანდელ მატჩს ლოგიკური დასასრული ქონდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024