• Geo
  • Eng
19.05.2012
დინამო VS ბაია – მატჩამდე

უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის მეორე წრის ბოლო ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი თბილისში, ბაიას წინააღმდეგ გამართავს. მატჩი დინამო არენაზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.

მიმდინარე სეზონში დასახული მიზნები:

სეზონის სტარტზე ზუგდიდის ბაიას უმთავრესი ამოცანა, უმაღლესი ლიგის რვა საუკეთესო კლუბს შორის მოხვედრა იყო, რაც ავტომატურად უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას მოასწავებდა. ბაიას ფეხბურთელებმა თავდადებული თამაშისა და მებრძოლი ხასიათის წყალობით მიზანს მიაღწიეს და ელიტარულ რვიანში დამკვიდრდნენ. ჩემპიონატის მეორე ეტაპზე გუნდი შედარებით გადახალისებული შემადგენლობით იბრძვის. ზუგდიდელთა მთავარ ამოცანას ამჟამად მომავალი სეზონისთვის მებრძოლი და ძლიერი გუნდის ჩამოყალიბებაა.

მწვრთნელი და გუნდი:

მიმდინარე სეზონის მიწურულს ზუგდიდის ბაია გოჩა ტყებუჩავამ დატოვა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპზე 13 გამართული შეხვედრიდან (1 მოგება, 3 ფრე, 9 წაგება) მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება მოახერხა, რაც გოჩა ტყებუჩავას გუნდიდან წასვლის მიზეზი გახდა. ზუგდიდელთა ნახევარდაცვის ხაზი ყველაზე ახალგაზრდულად გამოიყურება უმაღლესი ლიგის რვა გუნდს შორის. ბაიას ნახევარდაცვის საშუალო ასაკი 19 წელს არ აღემატება.

სუსტი და ძლიერი მხარეები:

ბაიას ძლიერ მხარეს მეკარესთან შეთანხმებულად მობურთალი დაცვის ხაზი წარმოადგენს.  ის, რომ ბაია თავს უკეთესად იცავს ვიდრე უტევს გიორგი სომხიშვილისა და მცველთა კვარტეტის (აკობია, მგელაძე, პაჭკორია, სიხარულია) დამსახურებაა. სუსტ და ძლიერ მხარეებზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ბაიას შეტევის ხაზის უხეირო ასპარეზობას, ზუგდიდელი ფორვარდები შედეგიანობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან.

ბაიას სავარაუდო შემადგენლობა:

სომხიშვილი  სიხარულია, პაჭკორია, აქუბარდია, აკობია  ტყემალაძე, კუტალია, აფაქიძეკუკავა, გაბედავა, ენდელაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024