• Geo
  • Eng
16.05.2012
მეტალურგი 2:1 დინამო – მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

მეტალურგი 2:1 დინამო მატჩის დასრულების შემდეგ, ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა.

რამაზ მუმლაძე –ვფიქრობ კარგი და საინტერესო შეხვედრა იყო. შეგვეძლო მოგება, პირველი ბურთიც გავიტანეთ, თუმცა შეხვედრა ჩვენთვის არასასურველი შედეგით დასრულდა. არ ვიცი ის გოლი რამდენად თამაშგარედან იყო გატანილი, ამის შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ. სამწუხაროა, რომ დავმარცხდით.

კობა ჟორჟიკაშვილი – თამაში მართლაც საინტერესო და გამართული გადმოდა, ფაქტია დინამოს კარგი დღე არ უდგას, თუმცა დინამო ყოველთვის კარგი გუნდია და მათთან თამაში რთულია. მეორე ტაიმის დასაწყისში გოლი საკუთარ კარში მივიღეთ, რამაც დაძაბა სიტუაცია. თუმცა მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს, რომლებმაც საკუთარ თავში იპოვეს ძალა და მოახერხეს შეხვედრის შემოტრიალება და მოგება. ასეთი თამაშით კი შეიძლება ჩემპიონებიც გავხდეთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024