• Geo
  • Eng
15.05.2012
გიორგი ლორია ეროვნულ ნაკრებში

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 24 მაისს, ზალცბურგში თურქეთის წინააღმდეგ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩს გამართავს. სანაკრებო შეკრებაზე ჯვაროსანთა მთავარმა მწვრთნელმა, თემურ ქეცბაიამ, დინამო თბილისის მეკარეს, გიორგი ლორიას უხმო. ჩვენი გუნდის კიპერი თანაგუნდელებთან ერთად თურქეთამდე წინასამატჩო შეკრებას ავსტრიაში გაივლის.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024