• Geo
  • Eng
13.05.2012
შერჩევა დინამო არენაზე

13 მაისს, ჩვენი კლუბის ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანეს დღეს, დინამო არენაზე დინამოს საფეხბურთო აკადემიის შერჩევა შედგა. შერჩევაში მონაწილეობა 2001–2002 წლებში დაბადებულმა 145–მა  ბავშვმა და 2003–2004 წლებში დაბადებულმა 164–მა ბავშვმა მიიღო. ფეხბურთელები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს შერჩევები ინფორმაციის მიღებას შეძლებენ 15 მაისიდან, დინამო თბილისის ოფიციალურ ვებ–გვერდზე – www.fcdinamo.ge შერჩევები ონლაინ რეჟიმში ჩვენი კლუბის საიტზე გადაიცემოდა.

ის ფეხბურთელები, რომლებიც წარმატებით ვერ გაივლიან შერჩევებს, საშუალება მიეცემათ ივარჯიშონ და ისწავლონ დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლაში, რომელიც ფუნქციონირებას დაიწყებს სექტემბრის თვიდან.

ანდრეს კარასკო (დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის დირექტორი)– შერჩევებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩვენ დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდით პატარებს. ამინდმაც ხელი შეგვიწყო. ბავშვებმაც ისიამოვნეს დინამოს მოედნით. 13 მაისი მნიშვნელოვანი დღეა დინამოს ისტორიაში. როგორც დილით, ასევე საღამოს ძალიან კარგი ფეხბურთელები ვნახეთ. მე, როგორც აკადემიის დირექტორი, მოხარული ვარ ჩვენი თანამშრომლების მუშაობით. მწვრთნელებმა, ასისტენტებმა, მედიკოსებმა, კოორდინატორებმა დიდი სამუშაო გასწიეს. შერჩევების ორგანიზებაში მონაწილეობა ორმოცმა პიროვნებამ მიიღო. კლუბის ყველა დეპარტამენტი ჩართული იყო ამ საქმეში. დიდი დახმარება გაგვიწიეს სტადიონის ხელმძღვანელობამ და თანამშრომლებმა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენი კლუბის ხელმძღვანელობას, განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენს პრეზიდენტს, ბატონ რომან ფიფიას, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში.

დღევანდელი დღის ფოტოები

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024