• Geo
  • Eng
10.05.2012
12 მაისი დინამოს ისტორიაში

12 მაისს ჩვენი გუნდი ფოთს ესტუმრება. მეორე ეტაპის მეთორმეტე ტურში დინამო ფოთის კოლხეთს დაუპირისპირდება.

ეროვნულ ჩემპიონატში 12 მაისს დინამომ ხუთი შეხვედრა გამართა, რომლიდანაც ოთხში იმარჯვა და ერთი მატჩი ფრედ დაასრულა. ბურთების ბალანსი 12/1. პირველ შემთხვევაში 1991 წელს დინამოს 3–0 მოგება ჩაეთვალა ხობის კოლხეთთან. 1998 წელს თბილისელებმა მეცხრე ჩემპიონატში ლანჩხუთის გურიას უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 6–0 დაამარცხეს. ხომერიკის და მუჯირის დუბლს, თითო გოლი დიდავამ და აშვეთიამ მიამატეს. 2001 წელს დინამომ ფოთში კოლხეთი, გაბიდაურის და მიქაძის გოლებით 2–1 დაამარცხა. 2002 წელს თბილისური დერბი ლოკომოტივის წინააღმდეგ უგოლოდ დასრულდა. 2007 წელს დინამომ ვიტ–ჯორჯიას უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით 1–0 დაამარცხა.  აღნიშნულ შეხვედრაში გოლი სანდრო იაშვილმა გაიტანა.

სსრკ–ს ჩემპიონატში დინამომ 6 შეხვედრა გამართა. აქედან ორში თბილისელებმა იმარჯვეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო სამში დამარცხდნენ. ბურთების შეფარდება 9/9. ერთადერთი ფრე დინამომ დნეპროპეტროვსკში დნეპრთან 1982 წელს ითამაშა,  შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. 1938 წელს ჩვენმა გუნდმა მოსკოვის ლოკომოტივი ბერეჟნოის და ბერძენიშვილის გოლებით 2–0 დაამარცხა. 1939 წელს კი თბილისელებმა მოსკოველი სეხნიები 4–1 დაჯაბნეს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შეხვედრაში თბილისელთაგან ორი გოლი გაიოზ ჯეჯელავამ გაიტანა, ხოლო ორი ბურთი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მოსკოველმა რიომინმა საკუთარ კარში გაიტანა. 1940 წელს დინამო საკუთარ კედლებში მოსკოვის სპარტაკთან 1–2 დამარცხდა. გოლის გატანა ხარბედიამ მოახერხა. 1949 წელს მტკვრისპირელები მოსკოვში ადგილობრივ ცსკა– თან 0–2 დამარცხდნენ. 1953 წელს მოსკოვში ლოკომოტივმა ანგარიშით 4–2 გაიმარჯვა. დინამოელთაგან გოლები ღოღობერიძემ და გაგნიძემ გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024