• Geo
  • Eng
22.08.2011
დინამო გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება

დინამოელები უეფა-სევროპის ლიგის ფლეი-ოფის განმეორებითი მატჩისთვის ემზადება. გუნდი დღეს ორჯერ ვარჯიშობს. დილის ვარჯიშზე საგურამოში ალექს გარსიას განკარგულებაში 22 ფეხბურთEლი იყო: ლორია, გრიშიკაშვილი, კაკუბავა, ჰომოლა, თომაშვილი, ოდიკაძე, რეხვიაშვილი, ხმალაძე, კახელიშვილი, კვეკვესკირი, თექთურმანიძე, კოტო, ფირცხალავა, ალვარო, კოშკაძე, ჩისკო, ჯიღაური, ბერაია, ლექვთაძე, რობერტინიო, იაგუე და კაშია. ტრავმის გამო  დააკლდა ვარჯიშს ლადო ახალაია, მეკარე გიორგი ნადირაძე კი დინამოს დუბლშემადგენლობაში ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ ითამაშებს. გუნდი ხვალ დილით ივარჯიშებს და აეკ-თან მატჩის წინა შეკრებაზე სასტუმრო ბომონდ-გარდენში გადავა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021