• Geo
  • Eng
06.05.2012
დინამო 0:1 ტორპედო – მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დინამო არენაზე გამართული დინამო 0:1 ტორპედოს დასრულების შემდეგ, ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

რამაზ მუმლაძე – დღეს დინამო არ იყო მოედანზე. შეიძლება ითქვას, რომ მეტოქემ გვაჯობა. პირველ ნახევარში არ გამოგვივიდა თამაში, მეორე ტაიმში კი ცოტა მოვუმატეთ, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ტორპედომ დამსახურებულად მოიგო.

გია გეგუჩაძე – მოკლედ ვიტყვი, ჩვენი გუნდის თამაში დღეს პრაგმატული იყო, ჩვენ სხვაგვარად მივუდექით საქმეს და მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ. დავალებები შესრულდა, თუმცა შესაძლოა, მეტი აქტიურობა გვმართებდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024