• Geo
  • Eng
02.05.2012
ალექსანდრე კოშკაძე – ვფიქრობ, მეტოქეს თამაშითაც ვაჯობეთ და ბრძოლაშიც

ზესტაფონი 0:1 დინამოს მატჩის დასრულების შემდეგ, დინამოელთა კაპიტანს, ალექსანდრე კოშკაძეს შეხვედრის შეფასება ვთხოვეთ. დინამოს ოფიციალური ვებ–გვერდი ზესტაფონელთა კარში გამარჯვების გოლის ავტორს გაესაუბრა.

ალექსანდრე კოშკაძე – კარგი თამაში და კარგი ბრძოლა იყო. ვფიქრობ, მეტოქეს თამაშითაც ვაჯობეთ და ბრძოლაშიც. სამი რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ მთავარია გოლის გატანა მაინც შევძელით. რასაკვირველია გოლის გატანა გამიხარდა, მაგრამ მთავარი იყო სამი ქულა და გამარჯვება. წინ არანაკლებ მნიშვნელოვანი მატჩი გველის, ვეცდებით იგივე შემართებით გავაგრძელოთ. მადლობა მინდა ვუთხრა ბიჭებს თავდადებული თამაშისთვის.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024