• Geo
  • Eng
02.05.2012
რამაზ მუმლაძე – სამი ქულა ჰაერივით გვჭირდებოდა

ზესტაფონი 0:1 დინამო შეხვედრის დამთავრებისთანავე, მატჩის შესახებ კომენტარის გაკეთება, ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს, რამაზ მუმლაძეს ვთხოვეთ.

რამაზ მუმლაძე – ეს სამი ქულა ჰაერივით გვჭირდებოდა. ბიჭებმა მაქსიმალურად ყველაფერი ჩადეს თამაშში, საინტერესო შეხვედრა გამოდგა. მატჩი კარგად დავიწყეთ, შემდეგ გარკვეული პერიოდი დავთმეთ სათამაშო ინიციატივა. მეორე ნახევრის დებიუტიც ჩვენი უპირატესობით წარიმართა, შემდეგ მეტოქეს დაღლილობაც დაეტყო და რიცხვობრივი უპირატესობაც გამოივიყენეთ. თუმცა მანამდე ჩისკოს და რობერტინიოს შეეძლოთ გატანა, როდესაც მეკარესთან პირისპირ დარჩნენ. ვფიქრობ შედეგი სამართლიანია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024