• Geo
  • Eng
01.05.2012
ზესტაფონი VS დინამო – მატჩამდე

დინამო თბილისი მიმდინარე სეზონში ზესტაფონს მეოთხედ დაუპირისპირდება. დავით აბაშიძეზე გასამართი შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრინციპული ხასიათისა იქნება. დინამოელები გამარჯვებისთვის იბრძოლებენ, ნათელია იოლად არც ზესტაფონი დათმობს არაფერს. ხვალ დინამო ზესტაფონში ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს 18:00 საათზე დაუპირისპირდება, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

მიმდინარე სეზონში დასახული მიზნები:

ზესტაფონმა მიმდინარე სეზონი ჩემპიონის სტატუსით დაიწყო. მიმდინარე სეზონის სტარტზე გუნდმა მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, თუმცა კლუბს დასახული კურსისთვის არ გადაუხვევია და კვლავ ჩემპიონობისთვის აგრძელებენ ბრძოლას. ზესტაფონი ჩემპიონატის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე მეორე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონობის მოსაპოვებლად ბოლომდე ბრძოლას გეგმავენ.

მწვრთნელი და გუნდი:

ზესტაფონის ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონის სტარტზე მთავარ მწვრთნელს, გია გეგუჩაძე გამოემშვიდობა და ნდობა მისსავე ასისტენტად მომუშავე ახალგაზრდა, 32 წლის გიორგი ჭიაბრიშვილს გამოუცხადა. ახალ მწვრთნელთან ერთად ზესტაფონი მორიგ წარმატებულ სეზონს ატარებს. მისი გაწვრთნილი გუნდი კონკურენტ, რუსთავის მეტალურგს, დღეისათვის ორი ქულით ჩამორჩება. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მომავალი მეტოქე ორ ფრონტზე ბრძოლას განაგრძობს და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოსაგებადაც იბრძვის.

სუსტი და ძლიერი მხარეები:

ზამთრის შესვენებისას ზესტაფონმა სატრანსფერო ბაზარზე განსაკუთრებულად იაქტიურა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს არაერთი გამოცდილი და ახალგაზრდა პერსპექტიული ფეხბურთელი შეუერთდა. ყველაფრის მიუხედავად ზესტაფონის წინა ხაზი შედარებით დასუსტდა. გუნდმა ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ნიკოლოზ გელაშვილი გერმანულ გერმანულ ბოხუმში გაუშვა სათამაშოდ. თუმცა ფეროელებმა მოახერხეს და ჩემპიონატის საუკეთესო გოლეადორი – ჯაბა დვალი შეინარჩუნეს და მოქმედი კონტრაქტი კიდევ გაუხანგრძლივეს. ზესტაფონის ყველაზე ძლიერ მხარეს გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებული ნახევარდაცვის ხაზი წარმოადგენს. ზესტაფონში მოთამაშე ყოფილ დინამოელთა კონტიგენტს ამ ზამთარს გოგა ბერაია და დავით მუჯირი შეემატნენ.

ზესტაფონის სავარაუდო შემადგენლობა:

კვასხვაძე – ელიავა, კობახიძე, საჯაია, ონიანი – მუჯირი, აფციაური, ბენაშვილი, მენთეშაშვილი – დვალი, წინამძღვრიშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024