• Geo
  • Eng
30.04.2012
ჩისკო მარტის თვის საუკეთესო გოლის ავტორია

ჩვენი გუნდის ოფიციალურ ვებ–გვერდზე მიმდინარე გამოკითხვა, რომელსაც მარტის თვის საუკეთესო გოლი და მისი ავტორი უნდა გამოევლინა, დასრულებულია. ინტერაქტივში 1000–მდე გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა და ხმათა უმრავლესობით საუკეთესოდ ესპანელი ლეგიონერის, ჩისკო მუნიოსის გოლი დასახელდა, რომელიც მან ზესტაფონთან შეხვედრაში გაიტანა. გულშემატკივართა რჩეულმა ჩისკომ 455 ხმა მიიღო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024