• Geo
  • Eng
26.04.2012
დუბლებმა უშუალო კონკურენტი დიდი ანგარიშით დაამარცხეს

დუბლშემადგენლობათა გათამაშების XXIV ტურის გადადებულ შეხვედრაში დინამოელებმა ზუგდიდის ბაიას დიღმის ბაზაზე უმასპინძლეს. მიმდინარე სეზონში ზუგდიდის ბაია, საჩემპიონო მარათონში დინამოს მთავარ კონკურენტად ჩამოყალიბდა. დღევანდელ შეხვედრაში კი თბილისელებმა მთავარი კონკურენტი დიდი ანგარიშით 5–0 დაამარცხეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში დინამოელთაგან გოლები მუმლაძემ (ორი), იაგუემ, მათიაშვილმა და ლობჟანიძემ გაიტანეს. პირველობის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი და თბილისელებს ერთი გამარჯვება აშორებთ სანუკვარ მიზნამდე.

დღევანდელ შეხვედრაში დინამოელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

ზარქუა (გუდავაძე 71’), მანაგაძე (სარიშვილი 67), სანდოხაძე, გველესიანი, კაკულია, ჩაფიძე, ჯავახიშვილი (კიტოვანი 67), მუმლაძე (მაჭავარიანი 71), იაგუე (ფოცხვერია 75’), მათიაშვილი, ლობჟანიძე

გოლები: მუმლაძე 33’ 67’  იაგუე 50’ მათიაშვილი 60’ ლობჟანიძე 85’

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024