• Geo
  • Eng
26.04.2012
მერანი vs დინამო – ურთიერთშეხვედრები

შაბათს, 28 აპრილს ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეცხრე ტურში, დინამო თბილისი მარტვილში, ადგილობრივ მერანს დაუპირისპირდება. შეხვედრა 16 საათზე მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.

დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია გააჩნია. ეს გუნდები სულ სამჯერ შეხვედრიან ერთმანეთს. უმაღლესი ლიგის დებიუტანტთან თბილისელებს თანაბარი ბალანსი გააჩნიათ. სამი შეხვედრიდან ერთი მოგება, ერთი ფრე და ერთი მარცხი. ბურთების შეფარდებაც იდენტურია 5/5. პირველი შეხვედრა თბილისში, 25 სექტემბერს ეროვნული ნაკრების ბაზაზე გაიმართა. მეშვიდე ტურის შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და ჩვენი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დასრულდა. გუნდის კაპიტნის, ალექსანდრე კოშკაძის 43– ე წუთზე გატანილ გოლს, ოდიკაძემ 50– ე წუთზე კიდევ ერთი მიამატა. 69–ე წუთზე კი რეხვიაშვილმა თავის კარში ჩაჭრა ბურთი. მეორე შეხვედრაში კი მერანმა ჩვენი გუნდი ანალოგიური ანგარიშით დაამარცხა. 18 დეკემბერს ჩატარებულ შეხვედრაში ანგარიში დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა– იაგუემ გახსნა, რასაც მეორე ტაიმში იობაშვილის და ტაპეს გოლები მოჰყვა და მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. მესამე შეხვედრა, რომელიც 16 მარტს დინამო არენაზე გაიმართა ფრედ 2–2 დასრულდა. მეტად თვალსასეირო შეხვედრაში ჩისკოს და კოშკაძის გოლებს, სტუმრებმა– ჟვანიას და ჩალაძის გოლებით უპასუხეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024