• Geo
  • Eng
23.04.2012
დუბლების ფრე გორში

დუბლშემადგენლობათა გათამაშების XXIX ტურის შეხვედრაში დინამოელები გორს ესტუმრნენ. დილამ თბილისელებს ქართლის სტადიონზე უმასპინძლა და მძიმე შეხვედრა ფრედ 1–1 დასრულდა. აღნიშნულ დაპირისპირებაში დინამოელთაგან ბურთი ბექა მუმლაძემ გაიტანა. ბექამ, ბუბა რუხაძის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი გამოიყენა. შეგახსენებთ, რომ სატურნირო ცხრილში ვასილ მაისურაძის შეგირდები 67 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებიან.

დღევანდელ შეხვედრაში დინამოელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

ზარქუა, მანაგაძე, სანდოხაძე, გველესიანი, ტვილდიანი, კვეკვესკირი, პაპავა, მუმლაძე, პარუნაშვილი (მაჭავარიანი 65’), მათიაშვილი, რუხაძე

გოლები: მუმლაძე 63’

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024