• Geo
  • Eng
12.04.2012
14 აპრილი დინამოს ისტორიაში

შაბათს 14 აპრილს, საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეშვიდე ტურში ზუგდიდის ბაია, დინამო თბილისს უმასპინძლებს. შეხვედრა ბაიას საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება და 16.00 საათზე დაიწყება.

14 აპრილს დინამოს ექვსი შეხვედრა აქვს გამართული. აქედან ორი ეროვნულ ასპარეზზე და ოთხიც სსრკ–ს პირველობაზე. აღსანიშნავია, რომ ორივე შეხვედრა საქართველოს ჩემპიონატში დინამომ საკუთარ სტადიონზე გამართა და ორივეში ანგარიშით 3–0 იმარჯვა. 1991 წელს მეორე ჩემპიონატის მეექვსე ტურში, დინამომ ბათუმის ბათუმს უმასპინძლა. რევიშვილის, ცხადაძის და ყაველაშვილის გოლებით თბილისელებმა იმარჯვეს. 2000 წელს მეთერთმეტე ჩემპიონატის მეექვსე ტურში კი თავი გამოიჩინეს ზირაქიშვილმა, ნემსაძემ და წიტაიშვილმა. დინამომ აღნიშნულ შეხვედრაში ბოლნისის სიონი დაამარცხა.

სსრკ–ს ჩემპიონატში დინამომ ორი მატჩი მოიგო, ხოლო ორში ერთნაირი ანგარიშით 0–1 დამარცხდა. 1960 წელს მოსკოვის დინამოსთან და 1973 წელს კიევის დინამოსთან. 1954 წელს მტკვრისპირელებმა მოსკოვის ტორპედოს უმასპინძლეს. კონსტანტინე გაგნიძისა და ალიოშა კოტრიკაძის გოლებით თბილისელებმა 2–1 დაამარცხეს მოსკოველი მეტოქე. 1961 წელს დინამოს ვილნიუსის სპარტაკი ესტუმრა და 1–3 დამარცხდა. აღნიშნულ შეხვედრაში ზაურ კალოევის დუბლს, შოთა იამანიძემ თავისი გოლი მიამატა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024