• Geo
  • Eng
12.04.2012
დინამო vs ბაია – ურთიერთშეხვედრები

საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მეშვიდე ტურში, დინამო თბილისი ზუგდიდში ადგილობრივ ბაიას ესტუმრება. შეხვედრა 14 აპრილს ბაიას საწვრთნელ ბაზაზე გაიმართება და 16.00 საათზე დაიწყება. აქამდე დინამო თბილისი ზუგდიდურ კლუბებს ოცდათორმეტჯერ შეხვედრია. ამ თამაშებიდან თბილისელებმა ოცდასამჯერ იმარჯვეს, ხუთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ოთხჯერ კი გამარჯვება ზუგდიდელებს დარჩათ. ბურთების შეფარდებაც შესაბამისად 82/23 დინამოს სასარგებლოდ. სხადასხვა დროს თბილისელთა წინააღმდეგ იასპარეზეს ოდიშმა, დინამომ, მგლებმა და ბაიამ.

რაც შეეხება დინამოსა და ბაიას დაპირისპირებას, ეს გუნდები სულ ათჯერ შეხვედნენ ერთმანეთს და მტკვრისპირელთა უპირატესობა აქაც უპირობოა. ექვსი მოგება, სამი ფრე და ერთი მარცხი, ხოლო ბურთების შეფარდება 21/6. ეს ერთადერთი მარცხი თბილისელებმა შარშან, პირველი წრის შეხვედრაში განიცადეს. 22 ოქტომბერს, მეათე ტურის შეხვედრაში გულია თუთბერიძის სახელობის სტადიონზე ბაიამ ანგარიშით 2–1 გაიმარჯვა. დიდი ანგარიშით დინამომ სამჯერ იმარჯვა: თბილისში 2010 წლის 9 მაისს, ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამეთოთხმეტე ტურში ანგარიშით 3–0, ზუგდიდში ოცდამეერთე ჩემპიონატის მეექვსე ტურში, 2009 წლის 19 სექტემბერს, ანგარიშით 6–0 და წელს 26 თებერვალს, ოცდამეერთე ტურში დინამო არენაზე ანგარიშით 5–1. აღნიშნულ შეხვედრაში თავი გამოიჩინეს კოშკაძემ, კოტომ, მერებშვილმა, ძარიამ და გოგუამ. აქვე აღსანიშნავია, რომ თუ არ ჩავთვლით ამ სამ შეხვედრას, ყველა მატჩი უკომპრომისო და დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024