• Geo
  • Eng
11.04.2012
დუბლების პირველი მარცხი 2012 წელს

დუბლშემადგენლობათა გათამაშების XXVII ტურის შეხვედრაში, დინამოელები დაძაბულ ბრძოლაში სპარტაკთან 0:1 დამარცხდნენ. შეხვედრა საბურთალოზე ბენდელას სტადიონზე გაიმართა. აღსანიშნავია, რომ თბილისელებმა შესუსტებული შემადგენლობით იასპარეზეს და წელს პირველი მარცხი განიცადეს, თუმცა სატურნირო ცხრილში 61 ქულით მყარად იმყოფებიან პირველ ადგილზე.

დღევანდელ შეხვედრაში დინამოელთა შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:

სეფიაშვილი, მანაგაძე, გურეშიძე, სამხარაძე, კაკულია, ჭეჭელაშვილი (სარიშვილი 80’), მუმლაძე, პაპუნაშვილი, მურცხვალაძე (კიტოვანი 68’), მაჭავარიანი (მათიაშვილი 46’), მესხი (ლობჟანიძე 59’)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024