• Geo
  • Eng
05.04.2012
გიორგი რეხვიაშვილი – დროა დინამომ საკადრისი თამაში აჩვენოს

მეტალურგთან მოახლოვებული შეხვედრის წინ, ჩვენი გუნდის ოფიციალური საიტისთვის კომენტარი– გიორგი რეხვიაშვილმა გააკეთა, რომელიც გასულ სეზონში რუსთაველთა ღირსებას იცავდა.

გიორგი რეხვიაშვილი– ჩვენი მეტოქე საკმაოდ სერიოზული გუნდია. კონკრეტულად არავის გამოვყოფ, რადგან ძალიან შეკრული და მებრძოლი კოლექტივია. ამ ეტაპზე ისინი მეორე ადგილზე იმყოფებიან სატურნირო ცხრილში და შესაბამისად რთული მატჩი გვექნება. წინა მატჩი მათთან კი მოვიგეთ, მაგრამ შეხვედრა უშეღავათო იქნება. ყველანი მზად ვართ ამ თამაშისთვის. ბოლო დროს უიღბლობა დაგვჩემდა და უკვე აშკარად დროა დინამომ თავისი საკადრისი თამაში აჩვენოს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024