• Geo
  • Eng
19.03.2012
21 მარტი დინამოს ისტორიაში

ოთხშაბათს 21 მარტს, ეროვნული პირველობის მეორე ეტაპის მესამე ტურში, დინამო თბილისი თავის მშობლიურ არენაზე ზესტაფონის ზესტაფონს უმასპინძლებს.

21 მარტს დინამო თბილისს აქამდე ოთხი შეხვედრა აქვს გამართული. სამი ეროვნულ ასპარეზზე, ერთი კი სსრკ–ს ჩემპიონატში. 1994 წელს, მეხუთე ჩემპიონატის მესამე ტურში თბილისელებმა საკუთარ სტადიონზე ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლეს და ანგარიშით 3–1 დაამარცხეს. იმ შეხვედრაში გოლები ანჩაბაძემ, იაშვილმა და ყაველაშვილმა გაიტანეს. 1991 წელს, მეორე ჩემპიონატის მეორე ტურში დინამომ ლანჩხუთის გურიას უმასპინძლა და შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. არც 2009 წელს გამართულ შეხვედრაში გახსნილა ანგარიში. მეოცე ჩემპიონატის ოცდამეხუთე ტურში თბილისის ლოკომოტივმა, დინამოს უმასპინძლა და უგოლოდ გაეყარა.

1970 წელს, სსრკ– ს ოცდამეთორმეტე ჩემპიონატში დინამომ კიეველ სეხნიებს უმასპინძლა. შეხვედრა ლოკომოტივის სტადიონზე გაიმართა და თბილისელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2–1 დასრულდა. იმ შეხვედრაში თავი სერგო კუტივაძემ და გივი ნოდიამ გამოიჩინეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024