• Geo
  • Eng
15.03.2012
დინამო – მერანს დავით ხარიტონაშვილი განსჯის

დინამო თბილისისა და მარტვილის მერანის ხვალინდელ შეხვედრას დავით ხარიტონაშვილი განსჯის.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც დავით ხარიტონაშვილმა იმსაჯა პლეი–აუტის შეხვედრა გაგრა 0:0 დინამო ბათუმი გახლავთ, სადაც მან შეხვედრის მონაწილე ფეხბურთელებს სამი ყვითელი ბარათი უჩვენა და ერთი პენალტიც დანიშნა

უკანასკნელი მატჩი დინამოს მონაწილეობით დავით ხარიტონაშვილმა გასულ თვეში იმსაჯა, სადაც დინამო თბილისმა 5:1 დაამარცხა ზუგდიდის ბაია. ხსენებულ შეხვედრაში დავით ხარიტონაშვილმა მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ხუთი ყვითელი ბარათი უჩვენა და დინამოელთა სასარგებლოდ ერთი პენალტიც დანიშნა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მეტი თვალსაჩინოებისათვის დავით ხარიტონაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

დავით ხარიტონაშვილი

დაბადების თარიღი: 1981 წლის 18 თებერვალი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 51 თამაში / 161 ყვითელი / 6 წითელი / 11 პენალტი

პირველი ლიგა - 3 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს თასი - 10 თამაში / 29 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ჩემპიონთა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 1 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17.საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 12 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024