• Geo
  • Eng
09.03.2012
გაგრა დუბლებმაც დაამარცხეს

დუბლშემადგენლობათა გათამაშების ოცდამეორე ტურში, ვასილ მაისურაძის შეგირდებმა დაძაბულ შეხვედრაში გაგრა დაამარცხეს. დინამოელები მეტოქეს მუხრანში ესტუმრნენ და ერთი უპასუხო ბურთით სძლიეს. სატურნირო ცხრილში მორიგი სამი ქულა მიითვალეს და უახლოესი კონკურენტი თერთმეტი ქულით ჩამოიტოვეს, რადგანაც ბაიამ ვერ მოახერხა მერანის დამარცხება. დღევანდელ შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძემ გამოიჩინა თავი.

დინამოელებმა დღევანდელი შეხვედრა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს:

დინამო: ზარქუა, გველესიანი (გაგნიძე 35’), სანდოხაძე, მანაგაძე, კაკულია, პაპავა (ჩაფიძე 53’), პარუნაშვილი (ჯავახიშვილი 64’), მუმლაძე, ნიკვაშვილი (რუხაძე 45’), ზივზივაძე (კაჭარავა 70’), ფოცხვერია

გოლი: ზივზივაძე 32’  1–0

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024