• Geo
  • Eng
08.03.2012
გაგრა 1-2 დინამო

დინამო არენაზე გამართული გაგრა 1:2 დინამოს შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელებმა და სტადიონე შეკრებილმა საზოგადოებამ დინამოს ვეტარანი ფეხბურთელის, რამაზ ურუშაძის ხსოვნას პატივი მიაგეს. უმაღლესი ლიგის XXII ტურის შეხვედრა, რომელიც  სატურნირო თვალსაზრისით ფაქტობრივად არანაირ დატვირთვას არ ატარებდა დინამოელთა გამარჯვებით დასრულდა. საგულისხმოა, რომ დღევანდელ მატჩში შედგა კონსტანტინე სეფიაშვილის დებიუტი. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში ჩვენს გუნდს ესპანელი ლეგიონერი - ჩისკო მუნიოსიც დაუბრუნდა, რომელმაც გასული ტურის შეხვედრაში ტრავმა მიიღო. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჩვენს გუნდს გიორგი რეხვიაშვილი დაუბრუნდა, რომელმაც ტრავმის გამო დიდი პერიოდი გამოტოვა.

დინამო არენა. 15:00 უმაღლესი ლიგა XXII ტური

გაგრა 1:2 დინამო

გოლები: 0-1 მერებაშვილი (პენ.) 30' 1-1 ჯერემია 44' 1-2 მერებაშვილი 90'

გაგრა: ბეგაშვილი, ჯგერენაია, ტყეშელაშვილი, ხუციძე, ჭკუასელი, ჯიშკარიანი, ხოჯაშვილი (კვანტალიანი 36'), კალანდაძე, ყურულაშვილი, ჯერემია, სარდალიშვილი (ყიფიანი 80').

დინამო: სეფიაშვილი, ტვილდიანი, კვეკვესკირი, გ.რეხვიაშვილი (თომაშვილი 55'), ხმალაძე, ანდრეუ (ჩისკო 46'), ალვარო, ძარია, კოშკაძე (გოგუა 46'), კოტო, მერებაშვილი.

გაფრთხილება: ხუციძე 28' ჩისკო 74'

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021