• Geo
  • Eng
29.02.2012
რეხვიაშვილი გუნდთან ერთად ვარჯიშობს

დიღმის ბაზაზე გამართული ვარჯიშის შემდეგ, დინამოს ოფიციალურმა ვებ გვერდმა ჩვენი გუნდის მცველს– გიორგი რეხვიაშვილს კომენტარი სთხოვა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ტრავმისგან გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა გუნდს და სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

გიორგი რეხვიაშვილი– ტრავმის შემდეგ საკმაო ხანი გამიცდა. ბიჭები მამხნევებენ და მეხმარებიან. მეც ჩემს მხრივ ვცდილობ, რომ მალე აღვიდგინო ფორმა და დავეხმარო გუნდს. მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ექიმებს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, რაც შეიძლება უმოკლეს დროში დავუბრუნდე ჩვეულ კონდიციებს. რაც შეეხება გაგრასთან თამაშს ვიმედოვნებ, რომ ამ შეხვედრისთვის მზად ვიქნები. გუნდი აშკარად კარგად ათამაშდა და შევეცდებით, რომ ბოლომდე ასე გავაგრძელოთ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024