• Geo
  • Eng
28.02.2012
ლორია და ძარია ალბანეთთან სათამაშოდ მზად არიან

დინამო თბილისის ორი ფეხბურთელი – გიორგი ლორია და ირაკლი ძარია საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ალბანეთთან გასამართი ამხანაგური შეხვედრისთვის 27 თებერვლიდან ემზადებიან. დღეს ჩვენი გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდი სანაკრებო შეკრებაზე მყოფ დინამოელებს შეეხმიანა და  მატჩის წინ კომენტარის გაკეთება სთხოვა.

გიორგი ლორია – ეროვნული ჩემპიონატი განახლდა, სამი შეხვედრაც გავმართეთ. შეიძლება ითქვას, რომ სასურველ ფორმაში ვიმყოფები, თუ კი ნაკრების მწვრთნელები ნდობას გამომიცხადებენ და მოედანზე გასვლის საშუალებას მომცემენ – წარმატებისთვის მაქსიმუმს გავიღებ. რაც შეეხება ნაკრებს, განწყობა საბრძოლოა. ჯვაროსნებისთვის 2012 წლის პირველი შეხვედრა იქნება და ვეცდებით სეზონის პირველივე შეხვედრაში გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი.

ირაკლი ძარია – პირველ რიგში ძალიან გახარებული ვარ, რომ დინამოს რიგებიდან ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს სათამაშოდ. ეს ჩემი ოცნება იყო და ბედნიერი ვარ, რომ ეს ნატვრა ამიხდა. თავს კარგად ვგრძნობ და თუ კი თამაშის საშუალება მომეცემა ვეცდები ეროვნულ ნაკრებს გამოვადგე და გულშემატკივარს თავი ჩემი კარგი თამაშით დავამახსოვრო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021