• Geo
  • Eng
25.02.2012
ანდრეუ – მისაღები შედეგი მხოლოდ გამარჯვება იქნება

ზუგდიდის ბაიასთან მოახლოვებული შეხვედრის წინ, კომენტარის გაკეთება ჩვენი გუნდის ესპანელ ახალწვეულ– ანდრეუს ვთხოვეთ.

ანდრეუ: კმაყოფილი ვარ, რომ მომეცა საშუალება დინამოს მაისურით მეასპარეზა. ასევე სასიხარულოა, რომ სიონთან მატჩი, რომელშიც უპირატესობას ვფლობდით საბოლოოდ გამარჯვებით დავასრულეთ. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ერთ თამაშს დავესწარი, ერთშიც მონაწილეობა მივიღე. შეიძლება გარედან უცხო თვალისთვის საქართველოს ჩემპიონატი არც ისე მაღალი დონისაა, მაგრამ მინდა ავღნიშნო, რომ ეს მცდარი შეხედულებაა. ორივე შეხვედრა ძალიან დაძაბულად და რთულად წარიმართა. დარწმუნებული ვარ არავისთვის იქნება მარტივი აქ ასპარეზობა. რაც შეეხება მომავალ დაპირისპირებას, ჩვენ მისთვის მზად ვართ. მწვრთნელმა კარგად მოგვამზადა ამ შეხვედრისთვის, განვიხილეთ მეტოქის სუსტი და ძლიერი მხარეები და ვიტყვი, რომ ჩვენთვის მისაღები შედეგი მხოლოდ გამარჯვება იქნება. საერთოდ დინამოს მიზანი ყველა მატჩში სამი ქულის აღებაა, რისთვისაც ყველანი ერთად ვიღწვით.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024