• Geo
  • Eng
25.02.2012
დინამო – ბაიას დავით ხარიტონაშვილი განსჯის

დინამო თბილისისა და ზუგდიდის ბაიას ხვალინდელ შეხვედრას დავით ხარიტონაშვილი განსჯის.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც დავით ხარიტონაშვილმა იმსაჯა ეროვნულ ჩემპიონატში ვიტ ჯორჯია 0:0 სპარტაკი გახლავთ, სადაც მან შეხვედრის მონაწილე ფეხბურთელებს სამი ყვითელი ბარათი უჩვენა.

უკანასკნელი მატჩი დინამოს მონაწილეობით დავით ხარიტონაშვილმა გასულ წელს, თასის გათამაშებაზე იმსაჯა, სადაც დინამო გასვლით შეხვედრაში გორის დილას დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 ითამაშა. ხსენებულ დაპირისპირებაში ხარიტონაშვილმა ორი ყვითელი ბარათი გამოიყენა და ისიც გორელებს უჩვენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მეტი თვალსაჩინოებისათვის დავით ხარიტონაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

დავით ხარიტონაშვილი

დაბადების თარიღი: 1981 წლის 18 თებერვალი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 48 თამაში / 152 ყვითელი / 6 წითელი / 9 პენალტი

პირველი ლიგა - 3 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს თასი - 10 თამაში / 29 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ჩემპიონთა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 1 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17.საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 12 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024